სიმართლე თუ მოქმედება

49 4 1
                                    

                         ემბერი
1 კვირაა რაც ლონდონში ვარ და უკვე შევეგუე აქაურობას. მე, იზაბელი, ალექსი, აარონი და ჯეკი ერთმანეთს დავუახლოვდით. ერთმანეთის სახლებში დავდივართ, კინოში მივდივართ და პარკში ვსეირნობთ ხოლმე.
მე და ალექსი დილა-საღამოს ფანჯრიდან მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს და ეს ჩვენი ერთგვარი ტრადიცია გახდა.
  ახლა სკოლაში ვარ ინგლისურის კლასში სადაც მთელი ჩვენი სამეგობროა ალექსის გარდა.
"ემბერ, დღეს წვეულებას ვაწყობ და აუცილებლად უნდა მოხვიდე!"- მეუბნება იზაბელი. მე ცოტა შევყოყმანდი, რადგან წვეულების მოყვარული არ ვარ. "აჰჰ, არვიცი. სამეცადინო მაქვს და არამგ-"
"კაი რა, უნდა მოხვიდე. მთელი სკოლა იქ იქნება...მათ შორის ალექსიც"-გამაწყვეტინა მან. არვიცი ალექსი ასე რატომ გამოყო, მაგრამ მისმა თხოვნამ გადამაფიქრებინა ჩემი გადაწყვეტილება და ვუპასუხე რომ არ გამოვტოვებდი მის წვეულებას.

საღამოს 6 საათი

ღია ვარდისფერი კაბა მაცვია, რომელიც მუხლებს მაღლაა და ცოტათი მოტკეცილია, თუმცა იმდენად არა რომ არაკომფორტულად ვიყო. თეთრი საყურეები და პეპლის ყელსაბამი გავიკეთე. ფეხზე წითელი, არცისე  მაღალქუსლიანები მაცვია და წითელი ჩანდა მაქვს გადაკიდებული მხარზე.
 

იზაბელის სახლის კარი შევაღე და ეგრევე ვიგრძენი ხმამაღალი მუსიკის ნოტები. სახლი მაღალკლასელებითაა გადაჭედილი და მეც ვცდილობ, რომ ვინმე ნაცნობი ვიპოვო როცა წინ იზაბელი გადმომიხტა და ჩამეხუტა.
"ახხ, რა ლამაზი ხარ! ვიცოდი რომ მოხვიდოდი."
"მადლობა, შენც ულამაზესი ხარ იზაბელ"
მასთან საუბრის დროს, თვალის კუთხიდან ვხედავ თუ როგორ მიოემართება ჩემსკენ ალექსი. გადავწყვიტე, რომ მივესალმო და მისკენ შევტრიალდი, თუმცა სუნთქვა შემეკრა. თმა აჩეჩილი აქვს, ჯინსის შავი შარვალი აცვია, ზემოთ თეთრი ზედა და შავი ჟაკეტი. ამ ჩვეულებრივ ლუქშიც კი საოცრად სიმპათიურია.
_____________________________
                       ალექსი
წვეულებაზე ჯეკთან და აარონთან ერთად ლუდს ვსვამდი რა დროსაც ვხედავ ემბერს, რომელიც ულამაზესი გოგოა ვინც კი ოდესმე მინახავს. გადავწყვიტე, რომ მივესალმო.
"ემბერ...ძაან კარგად გამოიყურები".
ვხედავ თუ როგორ გაწითლდა მისი ლოყები და მეუბნება:"შენც ასევე".
ამდროს ვხედავ იზაბელს რომელიც უმიზეზოდ იღიმის და გვეუბნება: "ხალხო, არ გინდათ სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ ჩემს ოთახში?"
მე ემბერს გავხედე და ვხედავ რომ ყოყმანობს, ამიტომ მის ნაცვლად დავეთანხმე იზაბელს, ჯეკს და აარონს დავუძახეთ და იზაბელის ოთახში ავედით.
                    იზაბელი
"კარგით. ახლა წრეზე დავჯდეთ ხუთივე"-განვაცხადე მე და ვცდილობ, რომ, ემბერი და ალექსი, ერთმანეთის გვერდით დავსვა. ჰეჰ.

საბოლოოდ ასე გადავანაწილე ბავშვები:

მეზობლებიWhere stories live. Discover now