პირველი კოცნა

35 4 2
                                    

                        ემბერი

დღეს დილით გავიღვიძე თუ არა, მაშინვე გუშინდელ წვეულებაზე და "თითქმის ალექსთან კოცნაზე" დავიწყე ფიქრი. თითქოს მომწონს მაგრამ არ მინდა რომ დავაჩქარო სიტუაცია. ჩემი ყოფილის ღალატს ჯერ კიდევ აქვს გავლენა ჩემზე და  ცოტა მეშინია ახალი ურთიერთობის დაწყების.
  აზრები მოვთოკე, ავდექი, შხაპი მივიღე და სკოლისთვის გავემზადე. სკოლაში ფრენბურთის წრეში გავწერვიანდი. ნელ-ნელა ვეგუები იქაურობას. უკვე მწვრთნელისგან შექებაც კი დავიმსახურე დაუღალავი შრომისთვის.
  ფიქრებიში გაფანტული დავდივარ სკოლის დერეფანში და შემთხვევით დაკუნთულ სხეულს შევასკდი. ალექსი...

                      ალექსი

ემბერზე გაუცნობიერებლად ფიქრის დროს შემთხვევით ვიღაცამ ყურადღება გამიფანტა...
  ვხედავ თუ, როგორ მიყურებს ემბერი შეწითლებული ლოყებით. უცბად გამახსენდა წინა ღამის შემთხვევა და მინდა, რომ ახლა და აქვე ვაკოცო...
  "აჰ, ბოდიში. არ ვუყურებდი თუ სად მივდიოდი"-გადამატანინა ყურაღება.
"არაუშავს"-თბილად გავუღიმე.
ვხედავ თუ როგორ მიდის ისტორიის კაბინეტისკენ რა დროსაც გავსძახე-"ისე, დღეს ფეხბურთის თამაში მაქვს სკოლაში. თუ გინდა მოდი."
მან გამიღიმა, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და სვლა განაგრძო.

მეზობლებიWhere stories live. Discover now