იგი გაიღვიძებს გამთენიის პირველსავე ნიშანზე - მზის პირველი სხივებით. ნამძინარევი თვალების სრესვით საწოლს უცებ-უცებ ალაგებს და სამზარეულოში მიდის, სადაც ჩაიდანს გაზქურაზე შემოდგამს,სანამ მასში წყალი ადუღდება,იგი ასევე ფაციფუცით ასწრებს დაიბანოს სახე და გაიხეხოს კბილები.როდესაც ჩაიდნის სასტვენი დამახასიათებელ ხმას გამოსცემს,გადაანაწილებს მდუღარე წყალს ორ ერთი და იგივე ფერის ფინჯანში და შეაზავებს მას ყავის ფხვნილით (მისი სურნელით ბუნდოვნად რომ მოგვაგონებს ნამდვილი ყავის სურნელს).აცხელებს გუშინ მომზადებულ სუპს.თვითონ შეჭამს და მერე აჭმევს ბავშვს.გაემზადება და ცელქ ბიჭს ამზადებს: ტკეპნით უვარცხნის მწითურ კულულებს,დაუთოებულ პერანგს და შარვალს ჩააცვამს.
ავტობუსში სამუშაო ჩანთიდან საბავშვო წიგნს ამოიღებს და ბავშვს თავზე მოფერებით,გზად რამდენიმე გვერდს წაუკითხავს.
მთელი დღის ნაშრომ-ნამუშევარი სახლში სახლში მზის ჩასვლისას ბრუნდება,ხელში ატატებული ავტობუსში ჩაძინებული ბავშვით. საწოლში ჩაააწვენს ვაჟიშვილს და ამაყ სიმარტოვეში ღარიბულად წაივახშმებს.წავა და მიიღებს შხაპს და ერთი-ორი წუთით ყოვნდება შხაპის გამაცინცხლებელ ნაკადს ქვეშ.ჩართავს ტელევიზორს და ბაალიშჩაბღუჯული ღრმად ისე დაიძინებს,რომ ვერ ისმენს,თუ როგორ გადმოსცემენ ახალ ამბებში ცხოვრების დონის ამაღლების შესახებ.
VOUS LISEZ
დედა - სამშობლო
Fiction généraleKartveli (Georgian) verison of the story «Mother - Land» (2016). author: Evgeni Khromov / ევგენი ხრომოვ translate: Andria Toneteli / ანდრია თონეთელი