~მეორე~(შენ?)

4 3 4
                                    

-ჩერიუნგ გაიღვიძე!!
ჩერიუნგ!! გაგვიანდება!
ჩერიუნგ-მეთქი!

უეცრად გავაანალიზე რომ დილით ადრე ვიყავი ასადგომი და არა!

წამოვდექი სწრაფად.არა არა არა არა!ოღონდ ეს არა!დამეძინა!
იონჯუ-სწრაფად გაემზადე.დაგეხმარები!
ჩერიუნგი-რამდენი დრო დარჩა?
იონჯუ-დაახლოებით საათი და 10 წუთი.
ჩერიუნგი-როგორ დამეძინა?!მაღვიძარამ არ დარეკა!
ახლა როგორ მოვიქცე?ეს ტექსტი მისატანია კომპანიაში!უნდა მოვასწროთ!ეს სიმღერა უნდა გამოქვეყნდეს!ჰიტად უნდა ვაქციო!
იონჯუ-კარგი კარგი მუჩაჩო!ნუ ნერვიულობ.ყველაფერი კარგად იქნება.ცოტა გვიან ადექი მაგრამ მოასწრებ.

ჩერიუნგის pov:
ვემზადები..თმა დავიხვიე და კლასიკურად ჩავიცვი მიუხედავად იმისა რომ მე თავისუფალ სტილს ვამჯობინებ.მოგეხსენებათ კომპანიაში მივდივარ შეხვედრაზე და მეტად დახვეწილად უნდა გამოვიყურებოდე.ავიღე ჩანთა,საბუთები,სიმღერის ყველა საჭირო ტექსტის ნაწილი,სათვალე,ტელეფონი.
გამოვიძახე ტაქსი.მალევე მოვიდა საბედნიეროდ და ასე 20 წუთში ადგილზე ვიყავი.და ხო მე ეს შევძელი! კომპანიაში 15 წუთით ადრე მოვედი! ესეც ასე!
მშვიდად შევედი შენობაში,მივედი მიმღებთან და ავიღე საშვი რადგან აღმოჩნდა რომ მის გარეშე ფაქტობრივად ისე ვიქნებოდი როგორც პასპორტის გარეშე აეროპორტში.მივედი ლიფტთან და  დავაჭირე ღილაკს თითი.ლიფტის კარიც მალევე გაიღო და მეც სულ რამდენიმე წუთში მერვე სართულზე ვიყავი.დავაკაკუნე თათბირის ოთახის კარზე და შევაღე.უკვე უნდა შევსულიყავი რომ ვიღაც წინიდან დამეჯახა და მე წავიქეცი..
ის-უკაცრავად!მაპატიეთ!არ მინდოდა!მოდით წამოგაყენებთ.
მე-აჰჰ არაუშავს!უბრალოდ მეტი სიფრთხილე გმართებთ მატონო.
ასე არ შეიძლე..
და სიტყვის დამთავრება არ დამცალდა რადგან მე.. მე უბრალოდ..
ჩერიუნგი-შენ??
თეჰიონი-ჩერიუნგ?(წამომაყენა)
ჩერიუნგი-მოიცა დავიბენი..
(თეჰიონის სიცილი)
ჩერიუნგი-აქ რას აკეთებ?ეს როგორ? რა ხდება?
თეჰიონი-მე ამ კომპანიის მმართველის შვილი ვარ! და დღეს შეხვედრა მაქვს ერთ გოგონასთან სიმღერის ტექსტის და ჩაწერის საკითხზე!
ჩერიუნგი-მოიცა.. ანუ შენთან მაქვს შეხვედრა?
თეჰიონი-ამმ თუ შენ აქ იმის გამო ხარ რაც მე ვთქვი ასე გამოდის.
ჩერიუნგი-რა საინტერესო დამთხვევაა..
თეჰიონი-ხომ.. გუშინ გნახე და დღეს კიდევ გიხილე.ნუ თუ კიდევ მხვდება წილად შენი სახლში მიცილება?
ჩერიუნგი-გუშინდელზეც დიდი მადლობა მაქვს მოსახდელი!დღეს აღარაა საჭირო.
თეჰიონი-(ჩაიცინა)
თეჰიონი-კარგი მაგ საკითხს მოეშვი.
ახლა იმაზე გადავიდეთ რისთვისაც ვართ აქ მოსულები.მოდი სიმღერის ტექსტიდან დაწყებული ყოველი მელოდიის ნოტით დამთავრებული ყველა დეტალს დავაკვირდეთ,შევხედოთ და შევქმნათ საუკეთესო სიმღერა!
ჩერიუნგი-რა თქმა უნდა!
თეჰიონი-კარგი შემართებით ვართ ორივე!და არა მარტო ჩვენ არამედ მთელი ჯგუფი.ისინი ჩამწერ ოთახში გველოდებიან.
წავიდეთ?
ჩერიუნგი-დიახ!
თეჰიონმა კარი გააღო და განზე გაიწია.
თეჰიონი-ჯერ ქალბატონები..(ჩაცინება)
ჩერიუნგი-გმადლობთ ბატონო კიმ.(ჩაცინება)
თეჰიონი-იმედია გუშინდელი წვეულების მერე კარგად ხარ არა?
ჩერიუნგი-კი.რატომ მეკითხები?
თეჰიონი-ცოტა არ იყოს თავი მტკივა.არადა მეც ის კოქტეილი დავლიე რომელიც შენ.ასე რომ ვიფიქრე შენ როგორ იყავი.თუ რამე და შემიძლია გადავდო ეს შეხვედრები.
ჩერიუნგი-არა რას ამბობ.ძალიან კარგად ვარ.ალბათ შენ ზედმეტი მოგივიდა და ამიტომ ხარ ასე.(სიცილი)
თეჰიონი-ზედმეტი?მე თითქმის არ დამილევია..(ბუზღუნებდა)
ჩერიუნგი-არ ვიცი რა მოგახსენოთ ბატონო კიმ.მაგრამ ის ვიცი რომ გუშინ როდესაც სახლში მიგვაცილეთ,რისთვისაც კვლავ მადლობას გიხდით,თქვენ არ ბრძანდებოდით "მთვრალ" მდგომარეობაში და ვშიშობ ამ ყოველივე მომხდარის შემდეგ მიიღეთ ალკოჰოლი.
თეჰიონი-ქალბატობო პაკ.. დიდ ხანს აპირებთ ჩემთან მოწიწებით ლაპარაკს?  და თან თქვენდა სამწუხაროდ არასწორად მსჯელობთ🎭
ჩერიუნგი-კარგი ხო.ვხუმრობ.მაგრამ მაინც ბატონო კიმმ თქვენნნ..
თეჰიონი-ჩერიუნგგ!! არ ქნაა! არ თქვაა(სიცილით ევედრებოდა ფორმალურად არ დალაპარაკებოდა)
ჩერიუნგი-თეჰიონ იცი ზოგჯერ როცა გიყურებ რა მახსენდება?
თეჰიონი-რაა? (თქვა და თვალები გაუბრწყინდა)
ჩერიუნგი-დათვის ბელი.სულელ, თეთრ დათვის ბელს მაგონებ თავისი საყვარელი პატარა ფუმფულა ყურებით და..
თეჰიონი-განაგრძეე..
ჩერიუნგი-არა კარგი დავამთავრე!
თეჰიონი-ჩერიუნგ დამცინი?დაამთავრე წინადადება რაა..
ჩერიუნგი-მერე გეტყვი!ახლა არა!
თეჰიონი-ჩერიუნგ!
ჩერიუნგი-რაა?(სიცილით თქვა)
თეჰიონი-კარგი.. იყოს როგორც გინდა.(გაუღიმა)
_____________________________
ჩამწერ სტუდიაში:...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 02 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

white BearWhere stories live. Discover now