Part 1

246 12 20
                                    


კონცერტზე ვარ... და ვხედავ როგორ მიყურებს ის ადამიანი რომელიც ერთ დროს მეუბნებოდა რომ არასდროს მიმატოვებდა, უცბად ვხედავ ნაღვლიან თვალებს და ვერ ვუახლოვდები, თითქოს ჩვენს შორის დიდი კედელია აღმართული და არშემიძლია მე მას გადავაბიჯო, ვდგავართ ორივე ჩვენი წილი მონატრებით და ჩვენი წილი ტკივილით და ერთადერთი რაც შეგვიძლია არის ის რომ ვუყუროთ ერთმანეთს სევდიანი თვალებით, ნუთუ ასე გავუცხოვდით, ისე ვიქცევით თითქოს ჩვენ არ ვგეგმავდით მომავალს ერთად....

~~~~~~~~~~~~
~~???'s pov~~
გავიღვიძე.... არ მინდოდა გაღვიძება. მინდა დავიძინო და არცარასდროს გავიღვიძო. რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? როცა ადამიანი რომელთანაც მთელს ცხოვრებას ვგეგმავდი და ჩემი მთელი ცხოვრება და მომავალი მას უკავშირდებოდა წავიდა... 1 წელია წავიდა.... მაგრამ ის გუშინ კონცერტზე იყო. გამოდის ჩამოვიდა ამერიკიდან. 1 წელი არცისე პატარა დროა, მაგრამ დღე არ გავა მასზე რომ არ ვიფიქრო და ღამე დაძინებისას მისი მაისური რომ არ ჩავიხუტო და ისე არ დავიძინო. შეიძლება ის ამ ერთი წლის განმავლობაში სხვის მკლავებშია, სხვასთან ერთად იძინებს, სხვას კოცნის, სხვას ეხუტება, სხვას ეძახის "სიყვარულ"-ს, მაგრამ მე მაინც ის მინდა. და ახლა როცა დაბრუნდა, როგორ უნდა შევეგუო იმას რომ მას თითქმის ყოველდღე ვნახავ? ჩვენ ხო ერთი და იგივე უნივერსიტეტში ვსწავლობთ.
კი ასეთი დატანჯული ცხოვრება მაქვს. მე, ჰვანგ ჰიუნჯინს.

~~~~~~

Axali fiki🫶🏻

186

Better ENDING        (hyunlix) Where stories live. Discover now