Part 9

81 6 7
                                    


-ჩან ჰიონ რომ ვერ გადარჩეს? - ტიროდა ფელიქსი.

-ფელიქს მისმინე... ცუდზე ნუ ფიქრობ ჰიუნჯინი კარგად იქნება. საქმე არცისე სერიოზულადაა - უთხრა ჩანმა და ფელიქსს ჩაეხუტა.

-რა ხდება? ბიჭები როგორ არიან? - გამოჩნდა ფელიქსის მამაც.

-მამა! - ფელიქსი მამისკენ გაექანა და მჭიდროდ ჩაეხუტა.

-ფელიქს! ჰიუნჯინი როგორ არის? - ჰკითხა მამამისმა.

-არ ვიცი! არა! მხოლოდ ის ვიცი რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია! ჩემს გამო იჩხუბეს! - ყვიროდა ფელიქსი და უფრო ატირდა.

-ფელიქს ჯანდაბა! დაწყნარდი გთხოვ არაფერია შენი ბრალი ! - მივარდა ჩანი ფელიქსს, მაგრამ უშედეგოდ.

-ვინმემ დამამშვიდებელი გაუკეთეთ! - იყვირა ჩანმა და მალევე ფელიქსს ექთნები მისცვივდნენ. დამამშვიდებელი ძლივს გაუკეთეს რადგან წინააღმდეგობას უწევდა.

~~~~~~~~~~

2 საათის შემდეგ:

ფელიქსმა თვალები გაახილა. რამოდენიმე წამი დასჭირდა რომ მიმხვდარიყო თუ სად იყო.

-ჩან - დაუძახა ფელიქსმა ჩანს რომელიც კარში იდგა და ექიმს რაღაცაზე ესაუბრებოდა.

-გისმენ პატარავ - მივიდა ჩანი ფელიქსთან და გვერძე მიუჯდა.

-ჩან ჰიუნჯინი როგორ არის? - ჰკითხა ფელიქსმა და წამოჯდა.

-ჰიუნჯინი კარგადააა. დღესვე გამოწერენ და ერთად წავალთ სახლში. - უთხრა ღიმილით ჩანმა.

-და ის ყლე?

-იმ ყლეს რაც შეეხება თავისიანებმა მიაკითხეს და იმას კიდევ 3 დღე დატოვებენ რადგან მართლა მაგრად ჩაგირტყამს ის ლარნაკი. ღრმა ჭრილობა აქვს.  - გაეცინა ჩანს.

-და მე?

-რა შენ? - ვერ მიხვდა ჩანი.

-არ დამიჭერენ?

-არა, ვისაუბრეთ და ჩივილს არ აპირებენ - უთხრა ჩანმა.

-კარგი... შეიძლება ახლა ჰიუნჯინი ვნახო? - ჰკითხა ფელიქსმა ჩანს და იმედიანი სახით შეხედა.

Better ENDING        (hyunlix) Where stories live. Discover now