halloween.

407 41 20
                                    

ჰელოუინის დილა იყო. ძალიან აღელვებული ვიყავი.
როგორც საშინელებათა ჟანრის მოყვარულ ადამიანს ძალიან მიხაროდა.
შეიძლება ძალიან მეშინია ხოლმე, მაგრამ ძალიან მიყვარს ის ადრენალინის შეგრძნება, რასაც მაგ დროს განვიცდი.

დღეისთვის ასეთი გეგმები გვქონდა. უნდა წავსულიყავით გასართობ პარკში სადაც საშიში და სულებით დაბყრობილი სახლები გველოდა.

ძალიან საინტერესო და გასართობია არა? სახალისოა როცა ძველისძველი სახლის შემზარავ ლაბირინთებში სერიული მკვლელები და მოჩვენებები დაგდევენ მოსაკლავად. მე ძალიან მომწონს.

ახლა შუადღის 2 საათი იყო.
სამზე კი ჩემს მეგობრებთან ერთად პარკში უნდა ვყოფილიყავი.
ლამაზად გამოვეწყვე, თან ისეთი ტანსაცმელი იყო სირბილისას ხელი რომ არ შეეშალა და თავპირისმტვრევით, უკანმოუხედავად გაქცევისთვის მუდამ მზად ვყოფილიყავი.

~♡~♡~♡~

- აბა გოგოებო მზად ხართ?- იკითხა კიარამ. ყველაზე ბავშვურმა, მაგრამ სამეგობროში უფროსმა.

- რა თქმა უნდა! მე ყოველთვის მზად ვარ!- პირველი რიტამ წამოიძახა.

- მე ხომ იცით რომ მუდამ მზად ვარ, რაღას მეკითხებით?- ვეკითხები და ერთად შევდივართ ერთ-ერთ საშიშ სახლში.

- არ მოვშორდეთ ერთმანეთს და თუ რამე ეგრევე გავიქცეთ.- თქვა კიარამ.

თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა.
არავინ არ გამომხტარა.
რამაც ძალიან გამახარა.
უცბად მეორე მხრიდან ხმაური მოგვესმა.
კედელს ავეკარით და ერთმანეთის გაჩუმება დავიწყეთ.
5 წამით ასე გავჩერდით და მეტხანსაც მოვახერხებდით რიტას ბოლო ხმაზე კივილი რომ არ დაეწყო.

როგორც ჩანს ქვევიდან ვიღაცამ ხელი გამოყო და მის ფეხს ჩაებღაუჯა.

სამივემ უმისამართოდ დავიწყეთ სირბილი.
მე არ მახსოვს სად წავედი, ძალიან სიბნელე იყო.
უბრალოდ მთელი ძალით მივრბოდი.

halloweenWhere stories live. Discover now