დღე 1

185 33 17
                                    

დღე 1.

სერიული მკვლელის ნახვის შემდეგ 2 კვირა გავიდა. მისი ნამდვილი ვინაობის გაგების შემდეგ შეშინებული ვიყავი. ხომ შეიძლებოდა, რომ მოვმკვდარიყავი? მე ხომ პირდაპირ მის ხელებში ვიყავი, სრულიად მარტო. მაგრამ რატომ არ მომკლა? რატომ შეიცვალა აზრი?

ფიქრების გადასატანად სამზარეულოში ჩასვლა ყავის მოდუღება გადავწყვიტე.

- სწრაფად უნდა გავაგრძელო წიგნზე მუშაობა.- თავი გავაქნიე და ყავა გაზზე დავადგი. როცა წამოდუღდა ნელა გადმოვასხი ჭიქაში, ჩემს ოთახში ავედი და სავარძელში ჩავჯექი. ეს ჩემი საყვარელი ადგილი იყო. არა ზოგადად ეს სახლიც ძალიან მიყვარდა. ჩემი დიდი ბებიის აშენებული იყო. 

შუაგულ ტყეში, ქალაქიდან 30 წუთის სავალ გზაზე, 3 სართულიანი ვილა, რომელიც ვიქტორიანული, გოთიკური ვილის ვაიბებს იძლეოდა. ყავისფერ და წითელ ფერებში. სახლი საშიშად გამოიყურებოდა, მაგრამ აქ ცხოვრება ძალიან მსიამოვნებდა.

წიგნის წერას იმდენად შევუყევი, რომ ვერც მივხვდი ისე ჩამეძინა. კარების დაკეტვის ხმა მაღვიძებს. შეშინებული ვახელ თვალებს. ამ წამს ვიღაც ჩემს სახლში იყო! სწრაფად ვდგები და ლოგინის ქვეშიდან რკინის ბიტას ვიღებ(არ მკითხოთ ბიტას ლოგინის ქვეშ რა უნდაო, დიდი ისტორიაა.) ნელა ვაღებ კარს და კორიდორს ვათვალიერებ. არავინაა.

ნელა ჩავდივარ პირველ სართულზე. მისაღებში ვიჭყიტები, სუფთაა. შემდეგ სამზარეულოში შევდივარ. როცა ვრწმუნდები, რომ აქაც არავინაა, ვბრუნდები, რომ ოთახში ავიდე, მაგრამ ჩემს ყურადღებას ერთი რამ იპყრობს.

სამზარეულოს მაგიდაზე დატოვებულ წითელ ვარდს ვხედავ. ნელა ვუახლოვდები. ეკლები სულ დაცლილი ჰქონდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ეს ვიღაცამ განგებ გააკეთა, რომ ეკლები თითებში არ შემსობოდა. გაბრაზებული, შუაზე ვტეხ ვარდს და ნაგავში ვისვრი.

- ვინც არ უნდა იყო შენი საქმე წასულია!!- გაბრაზებული ავდივარ ოთახში და წერას ვაგრძელებ.

*****
ვინაიდან მეორე ფიკსაც ვწერ ამის თავები დაიგვიანებს ხოლმე. არ მიწყინოთ ტკბილებო🫶

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 31 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

halloweenWhere stories live. Discover now