Jungkook's pov
*სამი დღის შემდეგ*
გუშინ თეჰიონი გვიან დაბრუნდა და როდესაც ამბები მოვკითხე მან არაფერი არ მიპასუხა.
ეხლა მის გვერდით ვწევარ და ვფიქრობ მასზე, რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. ის ძალიან უცნაურად იქცეოდა ღამით რაც მართლა მაშინებს.
ცოტა ხანში თეჰი იღვიძებს და თვალებს ახელს
-თეჰი გაიღვიზე?
თვალები მაშინვე დახუჭა როდესაც ეს ვუთხარი.
ასეთი გრძნობა ჯერ არ მქონია... ნუთუ მე დავაშავე რამე?
.......
საჭმელს ვჭამდით როდესაც ჩანგალი დადო და შემომხედა
კარგახანს მიყურა და მერე თქვა
-შეიძლება გავისეირნოთ?
-ამ სიცივეში?
-ხო
-რავი... როგორც გინდა
............
პარკში ფეხით ვსეირნობდით, ის ღრმად სუნთქავდა და ნელ ნაბიჯებს დგავდათითქოს ეს მისთვის ბოლო წამები იყო სეირნობდა და ყველაფერს აკვირდებოდა შემდეგ კი გაჩერდა და ნაყინი მოითხოვა
-ნაყინი?
-ჰმ
-გაცივდები...
-არ გავცივდები
-მაინც...
-კარგი
.......
უცნაურად ლაპარაკობდა, მის ლაპარაკში თითქოს ნაღველი იყო, თითქოს... რაღაცის ეშინოდა...
-კარგი, მოდი ნაყინი ვიყიდოთ
-მადლობა
ვერ ვხვდები ასე რატომ მელაპარაკება, გეგონება 90 წლის მოხუცი კაცი ვიყო...
(ვინც ვერ მიხვდა თავაზიანობის გამო დავწერე 90 წლის მოხუცი კაცი რადგანაც რაც უფრო დიდია ადამიანი მით უფრო თავაზიანად გიწევს მასთან საუბარი🙃)
-თეჰიონ
-გისმენ
-რამე გაწყენინე?
-მე? არა?
-ასე უცნაურად რატომ იქცევი აბა?
თეჰიონი გაჩერდა და ჩემკენ შემოტრიალდა, თავჩახრილი იდგა, საკუთარ ფეხებს უყურებდა, საბოლოოდ კი ღრმად ჩაისუნთქა და თვალებში შემომხედა თვალები ნელნელა უცრემლიანდებოდა
-ჯონქუქ
-გისმენ
-მე...
-კარგად ხარ?
-ჯონქუქ... ჩვენ... უნდა დავშორდეთ!
-გაგიჟდი? არაფრის დიდებით!
-ასე აჯობებს
-რატომ? რა მოხდა? მითხარი და ეს ერთად გამოვასწოროთ! ასე უბრალოდ მე ვერ გაგიშვებ!
-არ მიყვარხარ! გესმის?! ეს უბრალოდ გართობა იყო შენთან ესრთად! რა? განა შენც უბრალოდ არ ერთობოდი? უბრალოდ დავშორდეთ!
ზურგით შეტრიალდა და ნაბიჯის გადადგმას აპირებდა
-კიმ თეჰიონ!
ხოლო ახლა კი შეჩერდა
-ვალი მაქვს?
-არა
-აბა რატომ მეძახი?
-შენ რა სულ შეიშალე?
-რა მეტყობა რო?
-რა გეტყობა? ყველაფერი! ასე უბრალოდ და უმიზეზოდ რომელი ადამიანი შორდება?
-რაში გაინტერესებს?! უბრალოდ წადი და სხვასთან ერთად გააგრძელე ცხოვრება!
-არ მინდა! გესმის? არ მინდა! მე მხოლოდ შენ მინდიხარ!
-გეყოფა ტყუილები რაა, არც შენ გყვარებივარ და არც მე! აქ არაფერი მნიშვნელოვანი არ ყოფილა! უბრალოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან! მეზიზღები! თუ მართლა გიყვარვარ უბრალოდ აღარ შემხვდე!
უბრალოდ... ხელი გავუშვი.
******************
გაგრძელება იქნება💘
YOU ARE READING
ის! (დასრულებული)
Randomჯონქუქის ცხოვრება იცვლება მას შემდეგ რაც საკუთარ კლუბში დაინახავს ბიჭს სახელად თეჰიონს და აუდგება 🙃