❤️

47 10 3
                                    

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, თუმცა დღესაც მახსოვს რას ვგრძნობდი იმ მომენტში როცა ის მატარებელში ავიდა და ბოლო საფეხურიდან ჩემსკენ გადმოიხარა
-არ იტირო ატმის ბიჭუნავ,
კიდევ შევხვდებით პატარავ.

თითქმის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები მაინც მკაფიოდ მოესმა ჩემს სმენას.
წავიდა და გაიყოლა ჩემი ფიქრები და იმედები.

მის შემდეგ სერიოზულად არავისთვის შემიხედავს.
მე მას გავუხსენი გულის კარები და მისი წასვლით ის სამუდამოდ დავხურე,
მჭიდროდ დავლურსმნე და ცხრა კლიტე დავადე, გასაღებები შორს, უფსკრულის ძირში მოვისროლე.

მართალია მაშინ მხოლოდ შვიდი წლის ვიყავი და ჩემს გრძნობებს არც მამიკო და არც ,,ის,, სერიოზულად არ აღიქვამდნენ, დღევანდელი გადასახედიდან არც გამიკვირდებოდა, მაშინ ხომ ცხვირმოუხოცავი, პატარა ღლაპი ვიყავი რომელიც ჯერ კიდევ ტალახის ტორტების ცხობით ირთობდა თავს.

სიმართლე რომ ვაღიაროთ უბანში ჩემზე ლამაზ ტალახის ტორტებს ვერავინ აცხობდა, მართალია გემო საშინელი ქონდა თუმცა არ გვინდა ეხლა ამაზე საუბარი.

ხოდა რას ვამბობდი ის ერთ მზიან დღეს გამოჩნდა ჩვენს ქუჩაზე,
ძველი ტყავის ჩემოდნით და მკლავზე გადაკიდული ქურთუკით ხელში, პირველივე დანახვისას მიიქცია ჩემი ყურადღება, მასზე ლამაზი ალფა მანამდე თვალით არ მყავდა ნანახი, მამაჩემს თუ არ ჩავთვლით.

მამაჩემი ფოტო მოდელი იყო და ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდა, მისი ფოტოები ყველგან იყო გამოკრული, ტელევიზორში, ბილბორდებზე, ავტობუსებზე, კალენდრებზეც კი. მამიკო საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოში ინახავდა კალენდრიდან ამოჭრილ მის ფოტოებს და როცა ძალიან მენატრებოდა მის ოთახში ვიპარებოდიბდა საათობით ვეფერებოდი მამას ფოტოებს.
ის ჩვენთან არ ცხოვრობდა, ხანდახან მოდიოდა ლამაზი, წითელი მანქანით

უბნის ბავშვი დორბლის ჩამოწელამდე აკვირდებოდბენ, ნეტავ მაშინ გენახეთ როგორი ამაყი ვიყავი. მამლაყინწასავით გაბღენძილი დავდიოდი და მამას მანქანასთან მიახლოვების უფლებას არავის ვაძლევდი.

მარწყვის ტორტიWhere stories live. Discover now