გამარჯობა მე ვარ კიმ იუნა ვარ 24 წლის ვცხოვრობ ქალაქ სეულში დედასთან ერთად, მყავს საუკეთესო მეგობარი შს ( მაპატიეთ სხვა სახელი ვერ მოვიფიქრე) რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და ერთად ვიზრდებით, მამა არ მყავს 10 წლის ასაკში დავკარგე სწორედ მას შემდეგ შევხვდი შს სადღაც 11 ან 12 წლის ვიქნებოდი. შს ამერიკაში იყო წასული თავისი ოჯახის სანახავად და დღეს დაბრუნდა, მოკლედ მოვრჩეთ ჩემს თავზე ლაპარაკს და დავიწყებ პირდაპირ.
-იუნა შეგიძლია ჩამოხვიდე?? მეძახის დედაჩემი
-კი დე მოვდივარ
-მოკლედ საყვარელო დღეს საღამოს მოდიან სტუმრები, უფროსწორად ორი ადამიანი მოვა მხოლოდ და კარგად გამოეწყვე საღამოსთვის
-კარგი დე, ეხლა უნივერსიტეტში უნდა წავიდე დამაგვიანდება
-კარგი კარგად
წავედი ჩემს საყვარელ უნივერსიტეტში და ვნახე ჩემი თხა მეგობარიც😂😂
-როგორ ხარ თხაო??
-კარგად ვირო შენ როგორ
ხარ?? არ მოგენატრეე??-როგორ შეიძლება არ მომნატრებოდი?? მაგრამ ჯერ უნდა მოგკლა რატომ არ მწერდი??
-ბოდიში, არ მეცალა დაკავებული ვიყავი
-რათი?? მოიცა გამოვიცნობ ახალი ბიჭი??
-კი ზუსტად ის ისეთი საყვარელია, აუცილებლად გაგაცნობ ხვალ ჩამოვა ისე კორეელია რომ იცოდე, შენსკენ რახდება??
-ძველებურად ისევ, დღეს ვიღაცეები მოდიან და დედამ კარგად გამოეწყვეო მოხვალ საღამოს??
-რათქმაუნდა მოვალ
ზარიც დაირეკა და შევედით აუდიტორიაში ( მგონი სწორად დავწერე არვიცი რა ჰქვია ამას) მალევე მასწავლებელიც შემოვიდა
-გამარჯობათ ბავშვებო, დიდი ხანიაა რაც არ შევხვედრილვართ ერთმანეთს, მოკლედ დღეს ახალი სტუდენტები გვყავს შემოდით
შემოვიდა მაგრამ რა შემოვიდა, ისეთი სიმპატიური იყო დაკუნთული ლამაზი ცხვირით, ტუჩებით და შავი თვალებით , უმშვენიერესი არის