დილას ისეთ ცუდ ხასიათზე გავიღვიძე, ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი საში. ჩემს საყვარელ მყუდრო სახლში. ამბების გადახარშვა და კარგად განტვირთვა არ მაწყენდა. სასწრაფოდ აზრების დალაგება მჭირდება. ტანზე ისევ დემეტრეს დის ტანსაცმელი გადავიცვი, ცოტა თავი მოვიწესრიგე და გარეთ ჩუმად გაპარვა გადავწყვიტე. კარი უჩუმრად გავაღე და ოთახიდან ფეხაკრეფით გავედი. გასასვლელ კარს მივუახლოვდი, როდესაც უკნიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა.
- წასვლამდე არ ისაუზმებ? - დემეტრეს ძილისგან ჩახლეჩილი ბოხი ხმა გაისმა.
მისკენ ნელა მივტრიალდი, რომ დიდი დრო მქონიყო რამის მოსაფიქრებლად.
- იცი... სამუშაოზე მაგვიანდება. არ მინდა საყვედური მივიღო.
- ხო, მაგრამ დღეს კვირაა. კვირას შენი მთლიანი კომპანია ისვენებს. - მან გამომცდელის სახით გამომხედა.
- უი კვირაა? - ისტერიკულად გავიცინე - არ მახსოვდა...
- ანუ დარჩები? - ცალი წარბი ზემოთ ასწია.
- სახლში უნდა წავიდე, საქმეები მაქვს. - უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი, მაგრამ ვინ დაგაცადა?
- სახლის გასაღები ხომ დაგეკარგა? - ოდნავ დაეჭვებით მკითხა.
- ვაიმე, ეგ სულ დამავიწყდა - ავფორიაქდი -ეხლა რა უნდა ვქნა? სხვა გასაღებიც არ მაქვს. სახლში როგორ შევიდე? დარწმუნებული ვარ ტაქსში დამრჩა, მაგრამ სად ვეძებო ის მძღოლი?
- დამშვიდდი. ყველაფერს მოვაგვარებ. მე მომენდე. ჯერ ვისაუზმოთ და მერე შენს ბინაზე ვიზრუნებ. უსახლკაროდ არ დაგტოვებ. - ისეთი მზრუნველური ტონით წარმოთქვა, არ შემეძლო უარი მეთქვა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სამზარეულოსკენ წასულს უკან თავჩაღუნული გავყევი.
სკამზე მოვკალათდი და დაველოდე, რით გამიმასპინძლდებოდა.- რას შეჭამ? - დემეტრე წინსაფარს იკეთებდა - ანუ რა მოვამზადო?
YOU ARE READING
ვერსად გამექცევი
Roman d'amourლიზას ცხოვრება ძალიან კარგად მისდის, მაგრამ რა მოხდება, თუ მის ცხოვრებაში, ისეთი ვიღაც გამოჩნდება, ვისი ნახვაც ყველაზე ნაკლებად სურს, ვისაც წლებია გაურბის. მაგრამ საბოლოოდ მათი გზები ისევ იკვეთება.