თავი მეხუთე

131 18 8
                                    

კირილ

- კოსტია! სად ხარ?! - მთელი ძალით ვყვიროდი. ვიცოდი, როგორ მეყინებოდა ჩემი პატარა ფილტვები მოსკოვის ბნელ ქუჩებში. ჩემი დის ტირილი გვერდიდან ჩამესმოდა, დავიხარე და ნასტიას ცრემლები სახიდან მოვწმინდე.

- დედაა... - ტიროდა. ის ზედმეტად პატარა იყო იმისათვის, რომ გაეგო რამდენად ძუკნა დედა გვყავდა. ლოყაზე მოვეფერე და ხუთი წლის ბავშვის ყურადღების მიქცევა ვცადე.

- არ იტირო, ნასტია. დედასთან მალე დავბრუნდებით. - ტყუილით ვცადე მისი დამშვიდება, ცოტატი მიყუჩდა, მალევე დიდი წყლიანი ლურჯი თვალებით ამომხედა.

- მართლა? დედიკო არ გაბრაზდება? - უცოდველმა კითხვამ უკან წამწია, მაგრამ გაღიმება ვცადე.

- არაუშავს, თუ გაბრაზდება ანა თბილს ფუნთუშებს დაგვახვედრებს. - ამაზე ეღიმება.

- ჰო, მიყვარს მისი ფუნთუშები... - ჩაილაპარაკა, მალევე წელში გავსწორდი და კოსტიას მოძებნა გავაგრძელე.

ჩვენი ერთდღიანი თავგადასავალი წარუმატებელი აღმოჩნდა. უმცროსი ძმის ძიებისას ის არსად ჩანდა, სახლში მის გარეშე ნამდვილად ვერ დავბრუნდები. თუ ამის შესახებ იულია გაიგებდა, მისი საყვარელი შვილის დაკარგვის შესახებ მისი მორიგი წამორტყმები და კივილი გარანტირებული იყო.

- კოსტია! - ბოლო ხმაზე ვიკივლე, მაგრამ ხმა არსაიდან მესმოდა. ორივემ გავიყინეთ, ვგრძნობდი, როგორ მეყინებოდა ფეხის თითები, მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებდი. თოვლიანი ღამე იყო განსაკუთრებით ცივი და ბნელი.

ნასტიას დავხედე, მისი სხეული კანკლას აეტანა. პატარა დაიკო ხელში ავიყვანე და მივიხუტე. ეს დიდი განსხვავება არ იქნებოდა იმისგან, მაგრამ მცირეოდენი კომფორტისათვის საჭირო იყო.

ასე გავატარეთ რამდენიმე საათი უსახელო ბნელ ქუჩებზე ხეტიალში. ციოდა, თოვდა და ბნელოდა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მეპოვა კოსტია და სახლში დავბრუნებულიყავით. იმ სახლში, რომელსაც სახლის გარდა ბევრ რამეს უწოდებდით.

დამალულიWhere stories live. Discover now