ალექსანდრა
- სანდრა! - თვალები ცრემლებით მევსება, როგორც კი ჩემი პატარა ძმის ჭყიტინა ხმა მესმის. ღმერთო როგორ მენატრება ჩემი პატარა ანგელოზი...
- ჰეი, ონავარო როგორ ხარ? ირის ხომ არ უშლი ნერვებს? - ძლივსღა მოვახერხე ნორმალურად მეკითხა.
- ვუჯერებ, კარგად ვიქცევი, ხომ დამპირდი, შემდეგში გნახავ თუ კარგად მოიქცევიო, ეხლა რატომ არ მოხვედი? - ხმა აუკანკალდა, ოჰ ღმერთო მალე ცრემლებად დავიღვრები. ნერწყვი გადავყლაპე რათა მისთვის ცოტაოდენი სევდაც კი არ მეგრძნობინებინა, მის ასაკში ვყოფილვარ და ვიცი რამდენად მოქმედებს ბავშვზე როცა უფროსები მათთან მიმართებაში ცოტაოდენ მძაფრ რეაქციასაც კი გამოიჩენენ, ამას პლუს ჩვენი სიტუაცია.
- ცოტახანიც მოითმინე, ჩემო პატარა პრინცო და მალე გნახავ. - გაღიმება ვცადე, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ დაინახავს, მინდა რომ იგრძნოს მაინც.
- სანდრა?
- გისმენ, ნიკო.
- ძალიან მომენატრე... - ხმა აუკნკალდა.
- ვიცი... ვიცი მეც ძალიან მომენტრე, მაგრამ ცოტათი მოთმინება მოგვიწევს სანამ სიტუაცია ჩაწყნარდება, კარგი? - თვალებიდან წამოსულ ცხელ ცრემლებს ხელით უხეშად ვიწმენდ.
- მაგრამ, არასოდეს წყნარდება სიტუაცია.
- დამიჯერე, ნიკო, ყველაფერი კარგად იქნება, ცოტათი გაგვიჭირდება, მაგრამ მალე ყველაფერი კარგად იქნება, ამას გპირდები ჩემო პატარა პრინცო. - იქეთ-აქეთ მიმოვიხედე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ არავინ იყო ჩემს გარშემო. - შეგიძლია ირინეს დაუძახო?
- ირინე! - ნიკოს ძახილის ხმა გაისმა, რამდენიმე წამში კი ნაბიჯების ხმა გავიგე.
- ალო, - მპასუხობს.
- ჰეი, ირ, რა შვები? როგორ ხართ? ყველაფერი ხომ რიგზეა? - ღელვას ვერ ვმალავდი.
- დამშვიდდი და ამოისუნთქე. - მის სიტყვას დავუჯერე და დავმშვიდდი. - ყველაფერი კარგად არის, ნიკო სკოლაში კარგად სწავლობს, ეჩვევა აქაურობას.
YOU ARE READING
დამალული
Storie d'amore"ჩემი და ჩემი ძმის უსაფრთხოების გამო საკუთარ იდენტობაზე მიწევს უარის თქმა. უკვე აღარ ვიცი ვინ ვარ ჯარისკაცი, თუ უბრალოდ გოგონა, რომელისაც სურდა, რომ მოდის ჟურნალის გარეკანზე ყოფილიყო..."