-3-

116 19 5
                                    


საღამოა. ჯონგუკი შესანიშნავ გაწყობაზეა. დამღლელი და მოსაწყენი ანგარიშების შედგენაც კი ვერ უფუჭებს ხასიათს, რომელიც სამსახურში უნდა წარადგინოს. მის ცხოვრებაში, როგორც იქნა ყველაფერი შესანიშნავადაა. ახალგაზრდაა, ლამაზი, ენერგიით და ძალით სავსე. რა შეიძლება იყოს უკეთესი? სიხარულისგან ჯონი უცნობ ნომერსაც კი პასუხობს, რაც დიდი ხანია არ გაუკეთებია ზედმეკი კომუნიკაციის თავიდან ასაცილებლად. თავდაპირველად ყურმილის იქით რაღაც ბღუის და შემდეგ მტკივნეულად ნაცნობი ხმა ჩნდება:

- სალამი ჯონგუკა, აქ ასეთი სიტუაციაა.. შეგიძლია წამიყვანო?

თეჰიონი. ენა ერევა, მეტყველება უჭირს, სიტყვებს რთულად გამოთქვამს. ჯონგუკი ძნელად ისუთქავს ჰაერს და გამოთქვამს ,,დიახ". ეხლა არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეთ - თე ისევ მნიშვნელოვანი ადამიანია მის ცხოვრებაში. უბრალოდ არ ღირს მისი ესე აღება და მიტოვება ასეთ სიტუაციაში. ჯონს ათი წუთი მაინც ჭირდება იმის გასარკვევად თუ სად არის კიმი და ორი კიდევ იმისთვის რომ ტაქსი გამოიძახოს. საბედნიეროდ ტაქსი მალე მოდის და ასევე მალევე  მიდის ბარათან, რომელსაც ნეონური განათების ფონზე ქვია ,,ბოლო ღამე". თეჰიონი დგას განათებულ ბოძთან, ეკიდება მას რომ არ წაიქცეს და ვიღაცას ტელეფონზე ხმამაღალი ტონით ესაუბრება. ჯონგუკი მანქანიდან უნდა გადმოვიდეს, რადგან კიმი ისე ხმამაღლა საუბრობს, რომ საკუთარი ხმის გარდა სხვისი აღარ ესმის.

- არ მანაღვლებს თვენ რა გაქვთ იქ. შენ მე მიღალატე. - ყვირის თეჰიონი და გამვლელებს აშინებს, მთელი ძალით იძაბება. - შეწყვიტე უკვე ეს ცირკი, რა მე შენთვის საკმარისად კარგი არ ვარ? ფიქრობ რომ ის უკეთესია? კარგად ვიცი რაზეც ვსაუბრობ, ეს შენ მომისმინე.

ჯონგუკი თეჰიონისგან ათი ნაბიჯით შორს დგას, საუბრის დასასრულს ელოდება. ვერ ბედავს ჩარევას. როგორც ჩანს საუბარი რაღაც სერიოზულზეა და არ უნდა ჩარევა. ყველაფერი სპონტანურად სრულდება: კიმი ხმამაღლა ყვირის სალანძღავ სიტყვებს და ტელეფონს თიშავს. ძალიან ძალიან გაბრაზებულია. ამის შემდეგ ამჩნევს თე მასთან ახლოს მყოფ ჯონგუკს. უღიმის  ყველაზე კეთილგაწყობილი ღიმილით და ძლიერად ეხუტება, პრაქტიკულად კისერზე ეკიდება. თეჰიონისგან ვისკის და ოფლის მზაფრი სუნი მოდის, ყველაფრის გათვალისწინებით  ზღაპრულად და უჩვეულოდ დატვირთული საღამო ჰქონდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 18 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ისევ შეყვარებული?Where stories live. Discover now