ჯონგუკი ვერასდროს ვერ იფიქრებდა, რომ მისთვის ასე რთული იქნებოდა ისეთ ნაცნობ შენობაში შესვლა, რომელშიც მან ერთხელ მთელი დღე გაატარა მომუშავე სონბეების ყურებაში, მათი ნიჭით აღრფრთოვანებულა. თუმცა გულახდილად რომ ვთქვათ, ჯონი ყველაზე ხშირად სტუდიაში იმის გამო კი არ მიდიოდა, რომ დამტკბარიყო იუნგის და ნამჯუნის ნამუშევრებით, არამედ მათი მუდმივი მოდელით სანახავად, რომლის შიშველი და დახვეწილი სხეული უამრავი ნახატის, ჩანახატის თუ მსჯელობის მთავარი თემა იყო. კიმ თეჰიონი ყველაზე ლამაზი და მოთხოვნადი მოდელი იყო მთელი სტუდიისთვის. ჯონგუკს თითქმის არ დაუხატავს, უბრალოდ ნელი მოძრაობით მოხაზა ფანქარი თეთრ ფურცელზე, წარმოიდგენს როგორ იწევა და ეშვება მკერდი, როგორ სრიალებს ჩრდილები გლუვ კანზე, როგორ ხდება ღიმილი ოდნავ გამოწვევი, როდესაც მისი მფლობელი იჭერს სხვისი სიყვარულით სავსე გამოხედვას.
თავიდან ჯონი სტუდიაში გულუბრყვილო სურვილით მივიდა, გამხდარიყო მხატვარი , მაგრამ მალევე იმედგაცრუებული დარჩა ამ ოცნების გამო, თუმცა იპოვა კიმ თეჰიონი, რომელიც ყველას ეთამაშებობა, უტყუდებოდა სიყვარულში და წარმოუდგენლად იზიდავდა ყველას. ჯონგუკმა ვერ შესძლო მის მომხიბვლელობასთან გამკლავება. უსიტყვოდ შუყვარდა რამდენიმე ნახვაში. გაოგნებული უყურებდა მის ელასტიურ მიხვრა-მოხვრას. რაღაც უცნაური, სრულყოფილი და აღმაშფოთებელი, გამაღიზიანებელი ძალა შეინიშნებოდა მასში. ჯონი არასდროს შეხვედრია ასეთი კარგი აღნაგობის ადამიანს. კიმის ყველა თვისებაში იყო უდაო სრულყოფილება, ჯონგუკი მზად იყო დიდი ხნის განმავლობაში, დაჟინებით და დამღლელად ეტანჯა მისთვის, როგორც ეს შეეფერება პირველ სიყვარულს, მაგრამ კიმმა შეამჩნია მზერა, მიუხვდა სურვილებს და ჯონგუკის ახალგაზრდობის წლები დაუვიწყარი გახადა.
მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ჯონგუკმა დიდი ხანია უკვე სკოლა დაამთავრა, ჯარი მოიარა და ეხლა უნივერსიტეტში სწავლობს. ბოლო შეხვედრა თეჰიონთან საკმაოდ მტკივნეული და რთული იყო. კიმი მაშინ გაემგზავრა დეგუში, რომ დახმარებოდა ოჯახს პატარა ბიზნესში. ჯონს სწავლის დასრულებამდე ერთი წელი ქონდა დარჩენილი და ის უკვე გეგმავდა კიმთან წასვლას, იქ სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. არ გამოვიდა. ჯონგუკი დაითანხმეს ჯარში წასვლაზე, თეჰიონი კი პროფესიონალი მოდელი გახდა, ძალიან დაკავებული, ძალიან უცხო მეორე ქალაქში მცხოვრები მეგობარი ბიჭის მიმართ. ისინი ტელეფონით დაშორდნენ. კიმმა სთხოვა დაემახსოვრებინა ის როგორც აყვავებული, თავმომწონე და მიუწვდომელი. ჯონგუკმა ტელეფონში იტირა, მიხვდა რომ მხოლოდ მათი დაშორებით გამოწვეული ტკივილი დაამახსოვრდებოდა და კიმ თეჰიონის ღიმილი, რომლეიც მათი სიყვარულის დასაწყისი იყო.

YOU ARE READING
ისევ შეყვარებული?
Romanceჯონგუკი ბრუნდება სამხატვრო სტუდიაში, რათა ისევ შეხვდეს თავის ყოფილ სიყვარულს კიმ თეფიონს და საუკეთესო მეგობარს მინ იუნგის. საბოლოო ჯამში კი გაიცნობს თავის ახალ მოდელს - ჯიმინს. ჯონგუკს მოუწევს, არა მარტო საკუთარ წარსულთან გამკლავება, არამედ მომავლის...