წინასიტყვაობა

92 10 0
                                    

ეკტი ბეკტი ბეს,

მოერიდე ძმებს.

ერთს აქვს ნათელი დიადი,

მეორეს დააქვს წყვდიადი;


თუ მათ გადაეყრები,

გზა მიეცი, შეჩერდი!

ერთი ნათლით შეგიტყუებს,

ბნელი დაგწვავს, განადგურებს;


წყვდიადი არ იქორწინებს,

მომავალს არ იქონიებს.

ასტარტე თავისას მოხვეჭს,

თან წაიყვანს, არ აცოცხლებს;


ნათელი ხალხს გაამარჯვებს,

ისტორიას დაღს დაასვამს.

ბნელი ბრძოლით დაეცემა,

ძვლის ჩხარუნის ხმად დარჩება;


ერთი ქვეყანას წარმართავს.

ქალღმერთი მსხვერპლს არ დაკარგავს!

ეკტი ბეკტი ბეს,

მოერიდე ძმებს.


ასტარტე, იგივე ტანიტი - ქალღმერთი, რომელსაც დასავლეთ ხმელთაშუა ქვეყნებსა და სიცილიაში ეთაყვანებოდნენ. მოიხსენიებენ, როგორც სამოთხის დედოფალს.

ფოლადის ფრთებიWhere stories live. Discover now