ყოველ ბედნიერ დღეებს მოსდევს მწარე დღეების, რომელიც იქცევა დიდ გულის ტკივილად. ეს გულის ტკივილი შთანქავს სულს და გართმევს მთელ საციცოცხლო ენერგიას. მასეთ დროს სიცოცხლის აზრი იკარგება, იკარგება ცხოვრების ხალისი და ხვდები, რომ ცხოვრების გაგრძელება უიმედოა. სწორედაც ამ სიბნელეში და ხმაურში ეძებს გოგონა ტკივილისგან გაქცევის საშუალებას. დისკოს შუქები აბრმავებს მის მხედველობას, ლიქიორისგან გაბრუებული ცდილობს გარკვევით დაინახოს მოძრავი ფიგურები, რომლებიც მის გარშემო ბრუნავენ. მუსიკის გამაყრუებელი ხმა აყრუებს მის სმენას და ეთიშება რეალურ სამყაროს, სადაც ის ახლა იმყოფება. ხედავს მის გარშემო მყოფი ხალხი ბედნიერია, უდარდელად აყოლებენ ტანს მუსიკას და ცეკვავენ. უერთდება ისიც მოცეკვავებს და ტანს ნაზად აყოლებს მუსიკას, ცდილობს ის ტკივილი ჩაკლას, რომელიც მისგან ხმამაღალ ყვირილის ითხოვენ. ცდილობს ტკივილს გაექცეს და ამიტომ მუსიკას აყოლებს მთელ სხეულს და ცეკვავს. ცოტახანს ფიქრებს მოეშვა, სცადა თავისი ტკივილი, ყვირილით ჩაეკლა. იყვირა მუსიკის ხმასთან ერთად ამიტომ მისი ხმა მუსიკის ხმამ დააფარა. სცადა და მიბაძა გარშემომყოფებს და გამოუვიდა დროებით, ცეკვა - ცეკვაში ისევ ფიქრებმა შეიპყრო იგი. თვალწინ ჩაუარა მწარე წარსულმა, სულიერ ტკივილმა უფრო იმატა და ყელამდე სწვდა და დახრჩობა დაიწყო მისი. სუნთქვა უჭირდა, საშინლად უნდოდა ემოციებისგან დაცლა, ტკივილისგან გაქცევა უნდოდა მაგრამ ვერანაირად ვერ გაექცა. რატომ? რატომ უნდა იტანჯებოდეს ახლა ის? ნუთუ რატომ იმსახურებს ის ამას? რატომ გაუკეთეს მას ეს? მან ხომ არაფერი დააშავა, რა მისი ბრალია თუ ამ ქვეყანას მოევლინა. გონებაში ისევ გაუარა სიტყვა ,,ღალატი", ყველაზე საშინელი რამაა, ამაზე ფიქრის კი სულს უშხამებს. სიტყვა ,,ნდობა" ეს ხომ უდიდესი შეცდომა იყო მის ცხოვრებაში. ამ ფიქრებში გართულს სულ დაავიწყდა ის რეალური სამყარო, სადაც ის ახლა იმყოფებოდა. თვალი გააყოლა ბარმენს და გეზი მისკენ აიღო, მწარე სასმელი შეუკვეთა და დალევა დაიწყო. გონება ებინდებოდა, სასმელი უფრო და უფრო უმძაფრებდა ტკივილს და უფრო და უფრო აფიქრებდა ცხოვრების ამაოებაზე. ,,შურისძიება" ექოსავით გაისმა მის გონებაში ეს ტერმინი, ნუთუ ღირს შურისძიება ამად? იმსახურებს?, ამ ფიქრებში გართულმა გადაწყვიტა, რომ ეს ექნა. ბრბოს შეუერთდა და დაიწყო ცეკვა, ძალით გაიღიმა, ეს ღიმილი მისთვის ძალიან მწარე იყო. თვალით დაიწყო ვინმეს ძებნა, ვინც მის შურისძიების წყურვილს დაუკმაყოფილებდა. ბევრთან იცეკვა, ბევრს გაუღიმა ძალით, მაგრამ საბოლოო ნაბიჯი ვერცერთთან ვერ გადადგა. სადღაც ჩაბნელებულ ადგილას მჯდომი მწვანეთვალება მამაკაცი მის ყოველ მოძრაობას ფრთხილად აკვირდებოდა. უკვირდა მისი ცვალებადი ქცევა და ისიც, რომ მოულოდნელად გადაწყვიტა ვინმეს წააცეკვოდა. თავისი ნაზი ტუჩები ჭიქისკენ მიიტანა და მოწრუპა მწარე ალკოჰოლი. მისი ცქერა მობეზრდა და მოცეკვავე ბრბოს შეუერთდა. მოულოდნელად იგრძნო ვიღაცის სხეული, რომელიც მას შეეჯახა. შეხედა და დაინახა ის მოუსვენარი გოგო, რომელიც ცეკვით ცდილობდა თავისი ტკივილი დაეფარებინა. გოგონამ თავი მაღლა ასწია და მის მოელვარე თვალებს შეხედა, გონებაში ეშმაკურმა აზრებმა გაულვეს და კმაყოფილმა ჩაიღიმა. ბიჭს ხელი ჩასჭიდა და საცეკვაოდ გაიყვანა, ვერ აზროვნებდა ვერაფერს და არც იცოდა, რასაც აკეთებდა. სხვა სამყაროში იყო გადასული და ცეკვავდა თავისით უდარდელად, თითქოს შეძლო იმ მწარე ტკივილის მოკვლა. ბიჭმა თავისკენ მოქაჩა და ცეკვა გაგრძელა უმშვენიერეს ქალბატონთან.
- მიმზიდველი ხარ - მოულოდნელად ჩასჩურჩულა გოგომ ყურში, რამაც დაჟრჟოლა.
მისთვის ეს ბევრ ქალბატონს გაუკეთებია, მაგრამ ეს გრძნობა განსხვავებული იყო. სცადა ამ გრძნობის დაიგნორება და ისე მიიღო, როგორც სხვა ქალები ცდილობდნენ მასთან ფლირტს.
- შენთან სექსი საინტერესო იქნებოდა - ისევ ჩასჩურჩულა გოგომ, ბიჭს გაუკვირდა მისი სითამამე, მაგრამ მალევე შეგუა იმ ფაქტს, რომ ყველა ქალბატონი ერთნაირია და არც ეს განსხვავდებოდა სხვებისგან.
- გინდა სცადო? - ჩასჩურჩულა ბიჭმას და ჩართო თავისი დამპლური თამაშები, რომელსაც ყოველდღე შვებოდა.
თავისკენ მოზიდა და სადღაც ოთახში შეიყვანა, რბილად აკოცა ყელში და საწოლზე მიაგდო. მასაც ხომ ეს უნდოდა? ,,შურისძიება", რომლითაც ფიქრობდა, რომ ტკივილს მოკლავდა და დაკმაყოფილდებოდა სამაგიეროს გადახდით. უცებ მკერდზე იგრძნო შეხება და მწვანეთვალება ბიჭს ახედა, თბილი იყო შეხება ამავდროულად მწვავე. ,,ზნეობა" ეს გაიელვა გონებაში, დაფიქრდა თავის საქციელზე. ასე ხომ იგი თავის თავს დაზარალებდა? თავის სულს გაუნადგურებდა სხვა მამაკაცთან წოლით, რომელსაც არც იცნობს. შურისძიება არ იყო მისთვის სწორი გამოსავალი და გადაწყვეტილება, მაინც ამით ის ტკივილს ვერ გაექცეოდა, უფრო გაინადგურებდა თავის თავს. უცებ გონზე მოვიდა და ნერვიულობამ აიტაცა იგი, კანკალი დაიწყო საშინლად და ტუჩები უცახცახებდა. ბიჭმა ხელი გაუშვა მის სხეულს და გაოცებული აკვირდებოდა. ნერვიულობისგან უცებ ყველაფერი დაბნელდა და გაითიშა.
YOU ARE READING
მწარე წარსული
Romanceმოთხრობა არის ორ ახალგაზრდაზე, რომლებიც ცდილობენ მწარე წარსულიდან შემორჩენილ ტკივილს შებრძოლონ, შეძლებენ ისინი ტკივილთან ბრძოლას? საბოლოოდ დაიჯერებენ, რომ სიყვარული და ბედნიერება დროებითი არ არის? მიხვდებიან, რომ რწმენა და იმედი უსარგებლო არ ყოფილა?.