part 3

117 10 3
                                    


Ioane pov:

საშინლად ვგრძნობ თავს, ტირილი მინდება მაგრამ თავს ვიკავებ რო სხვებმა არ დაინახონ

_იოანე კარგად ხარ?

ბუნდოვნად მესმის ყველაფერი, თვალებს ვახელ და ვხედავ ცოტნეს, საბას და ილიას

_კარგად ხარ?

_რა გაგიკეთა?

მეკითხებიან ბიჭები მეკი არ ვიცი რა ვუპასუხო

_არაფერი_ გავდივარ და სანდროს ამაზრზენ სახეს ვხედავ, იმხელა ზიზღი ვიგრძენი, თან ატირებული თან გაბრაზებული გავედი გარეთ და სახლში წავედი, მივედი თუ არა გავიხადე და საწოლზე დავწექი.
დაძინებას ვცდილობდი მაგრამ თვალებს რო ვხუჭავდი მისს სახეს ვხედავდი
ჩემი თავი მეზიზღებოდა, ბოლო ხმაზე ვტიროდი მინდოდა ის მალე დამევიწყებინა მაგრამ ამაოდ, მალევე ჩამეძინა. დილით გავიღვიძე, ტელეფონს დავხედე და 8 საათი იყო, სკოლაში წასვლა არ მინდოდა ამიტომ სახლში დარჩენა გადავწყვიტე და ძილი გავაგრძელე.

Sandro pov:

იმ დღის შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობდი, ვხვდები რო ეს მისთვის არ უნდა გამეკეთებინა და ვნანობ ძალიან ვნანობ. მისი თვალები, საოცრება იყო, მე კიდე ესეთი საშინელი რამ გავუკეთე.
დილით ავდექი და სკოლაში იმ იმედით წავედი რომ ის იქ დამხვდებოდა მაგრამ რო მივედი არ იყო, ვიფიქრე აგვიანდებათქო მარა არ გამოჩენილა, მინდოდა მისი ნახვა.
მეორე დღესაც კი არ მოსულა, რამე უნდა გამეკეთებინა.

_ცოტნე, ოეე

_ხო რა იყო რა გინდა?!

_იოანე იცი სად ცხოვრობს?

_რა იყო?

_მიპასუხე იცი თუ არა სად ცხოვრობს?!

_რა შენი საქმეა?

_კი თუ არა?!_ვუღრიალე და კედელზე მივაყუდე

_კაი კაი დამშვიდდი, ვიცი სადაც ცხოვრობს

_საად?აქ დამიწერე

_კაი, აჰა დავწერე და შენ რაში გაინტერესებს იოანე სად ცხოვრობს? ან გუშინ რა გაუკეთე?

_შენი საქმე არ არის_წამოვედი და მათე გამომეკიდა უკან

_ეე ძმაო, სად მიდიხარ?

_რაღაც საქმე მაქ და ხვალ გნახავ დღეს არ მცალია

_მოიცა ანუ დღეს კლუბში არ მოდიხარ?

_არა უჩემოდ გაერთეთ

_ოო კაი რა, ესეთი რა საქმეა რო გასართობად არ მოდიხარ

_გითხარი არ მცალიათქო, წავედი_ჩავჯექი მანქანაში და რო მივედი მის სახლთან, რაღაცნაირად არ მინდოდა მისი ნახვა, მეშინოდა რო არ დამეფრთხო, მაგრამ მაინც გადავედი მანქანიდან.

Ioane pov:

ორი დღეა სკოლაში არ ვყოფილვარ, ვისვენებ და თითქოს შვებას ვგრძნობ და ვივიწყებ იმ დღეს, უამრავი მესიჯი მომდის ბიჭებისგან და 1000ჯერ დამირეკეს ამიტომ გამოვრთე ტელეფონი და სააბაზანოდან ახალი გამოსული, სველი თმებით დავჯექი ტელევიზორთან და უცებ კარზე ვიღაც აკაკუნებს.

______________________________
რავი შემდეგსაც იმედია მალე დავდებ ❤️

იმედია მოგეწონებათ❤️

სიცოცხლის ბოლომდე ჩემი იქნებიWhere stories live. Discover now