part 5

99 9 3
                                    

Sandro pov:

გამოვედი თუარა მისი სახლიდან, იმედი მქონდა რო მაპატიებდა და ყველაფრის ახლიდან დაწყების საშუალებას მომცემდა. მივედი სახლში და მთელი ღამე მასზზე ფიქრში გავატარე.

გათენდა

დილით ადრე გამეღვიძა, უძილობის გამო მილეღვებული ვიყავი და არ ვაპირებდი სკოლაში წასვლას მარა მაინც ავდექი და წავედი. ტყუილად არ წამოვსულვარ იოანეც აქ იყო, მასთან დალაპარაკება მინდოდა მაგრამ ბიჭები არ შორდებოდნენ.
დამთავრდა სკოლა თუ არა იოანეს ხელი მოვკიდე, მანქანაში ჩავსვი და ქალაქისგან ცოტა მოშორებით წავიყვანე. ახლა მეც და მასაც დასვენებაზე და ურთიერთობის დალაგებაზე მეტი არაფერი გვჭირდებოდა.

Ioane pov:

სკოლიდან გამოვედი და უცებ ამ თავხედმა წამავლო ხელი და მანქანაში ჩამსვა, ვურტყავდი ვუყვიროდი ხელი გამიშვითქო მარა აზრიც არ ქონდა

_ის მაინც მითხარი სად მიგყავარ?

_მალე ნახავ

დავდუმდით ორივე, მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, დაახლოებით 1 საათ ნახევარი ვიმგზავრეთ, მივედით რაღაც სასტუმროში, არც ისე დიდი იყო, სიმყუდროვე და სილამაზე იყო რაც ყველაზე მეტად მომეწონა.

_მოვედით, გადმოდი მანქანიდან

_სად ვართ?

_სასტუმროში წამოგიყვანე ყველასგან მოშორებით, ბოლოს და  ბოლოს ხო უნდა დალაგდეს ჩვენს შორის ყველაფერი.

_შენი ბრალია.

_ვიცი, ამიტომ ყველაფრის გამოსწორება მინდა და ამაში შენც უნდა დამეხმარო.

ხმა აღარ ამოვიღე

_შევიდეთ

ულამაზესი იყო, ხალხიც თბილად შეგვხვდა, ავიღეთ ოთახის გასაღები და ავედით ნომერში, ერთი საწოლი იყო, დიდად არ მესიამოვნა ამ ნაგავის გვერდით რა დამაწვენდა

_მხოლოდ ერთი საწოლია

_მერე?

_რა გგონია, რომ იმ ყველაფრის მერე გვერდით მოგიწვები ვითომც არაფერი?

_კაი რა, სხვა გზა არ გვაქვს, მდივანიც პატარაა და მაგაზე ვერ დავიძინებთ ვერც ერთი

_მაშინ ძირს დაწექი

_შენ გაქ პრობლემა ამიტომ შენ დაწვები იატაკზე

_მე ზურგის პრობლემა მაქვს

_რა ვქნა მერე, ან  ერთად დავწვებით ლოგინზე ან იატაკზე მოგიწევს ძილი, აირჩიე

_სხვა გზა არ მაქვს, იცოდე რამე ისეთის გაკეთებას თუ დააპირებ ცუდად იქნება შენი საქმე

_ კაი ბევრს ნუ ლაპარაკობ, წადი შხაპი მიიღე მერე მე შევალ

_კაი

დაღლილები ვიყავით, არც არაფრის თავი აღარ  გვქონდა ეგრევე დავწექით.

Sandro pov:

დავწექით, იოანეს ეგრევე დაეძინა, მე კი ცოტა ხანი ვუცქერდი მის ლამაზ სახეს, მერე კი მალევე ჩამეძინა.
შუა ღამეა და იოანეს ყვირილი და ჩხუბი მაღვიძებს, გავახილე თვალები და სულ ოფლიანი იყო, ცუდი სიზმარი ესიზმრებოდა, როგორც შემეძლო ვაწყნარებდი, საფეთქლებზე მასაჟს ვუკეთებდი და როგორც იქნა დამშვიდდა, ძლიერად ჩამეხუტა, მეც მაგრად მოვეხვიე და ისე დავიძინეთ ჩახუტებულებმა

გათენდა შემდეგი დღე.

_______________________________
მომიტევეთ, ვერ ვდებ ესე ხშირად, დრო თითქმის არ მაქვს, ყველანაირად ვცდილობ რომ მალე დავდო ხოლმე🥺

იმედია მოგეწონებათ❤️

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 19 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიცოცხლის ბოლომდე ჩემი იქნებიWhere stories live. Discover now