საჭირო ინფორმაცია

175 20 35
                                    


გამარჯობა ჩემო მკითხველებო, ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა თუ რატო აღარ იდება ახალი თავები. გადაწყვეტილება მივიღე რომ ჯერ-ჯერობით მესამე ნაწილი შეწყდეს, რადგან ცოდვების სამეფოს პირველ ნაწილს მივუბრუნდი და მის წიგნის სახით გადაკეთებას ვაპირებ, არ მინდა ტყუილად იმედები მოგცეთ, თუმცა ამ ყველაფრის მიზანი ისაა რომ ჩემს მიერ შექმნილი ისტორია წიგნად გამოიცეს, ამისთვის კი დრო მჭირდება, რომ ყველაფერი კარგად დავალაგო, წიგნში რაღაცები შეცვლილი იქნება, თუმცა ბევრი რამ ნაცნობიც. რა თქმა უნდა მესამე ნაწილი გაგრძელდება, მაგრამ ამისთვის მოთმინებაა საჭირო, ორივეს ერთდროულად წერას ნამდვილად ვერ მოვახერხებ, რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით, თუმცა ცალკე უნივერსიტეტი, პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობის პრობლემა და ა.შ, ყველაფერს თავისი დრო სჭირდება. რაც შეეხება წიგნს დიდი სურვილი მაქვს მისი გამოცემის, მთავარია ყველაფერი სწორად დალაგდეს და გამომცემლობას ისტორია მოეწონოს. ვიცი რომ გული დაგწყდებათ, რადგან მესამე სეზონი გაჩერდა, მეც მწყდება გული, თუმცა იმედი მაქვს მომავლში ეს დამიფასდება და ამ ისტორიას წიგნის სახით თქვენს თაროებზე იხილავთ, დარწმუნებული ვარ თქვენც გინდათ ეს წიგნი ხელებში დაიჭიროთ, პირველი გვერდი გადაშალოთ და კითხვა თავიდან დაიწყოთ, ისე თითქოს აქამდე არც წაგიკითხავთ, ინტერესით წაიკითხოთ თითოეული გვერდი და თითოეულმა სიტყვამ თქვენში ნოსტალგია გააღვიძოს. სიმართლე გითხრათ ეს სიურპრიზი უნდა ყოფილიყო, რადგან არ მინდოდა ტყუილად იმედი მომეცა და მერე გული დაგწყდომოდათ მეც და თქვენც, მაგრამ ხომ უნდა ამეხსნა თუ რატომ აღარ იდება ახალი თავები. იმედი მაქვს რომ ჩემი მკითხველი ამას გაიგებს, ყველაფერი კარგად წავა და ეს საქმეც გამოვა.
💕🤗

დაკარგულთა აღზევება Where stories live. Discover now