1

55 6 9
                                    

***

-არ დამტოვო!

-ბოდიში...

***

ბიჭი თვალებს ახელს და მის გარშემო თეთრ სივრცეს და საშინლად თვალის მომჭრელ სინათლეს ხედავს,მაგრამ როდესაც ბრუნდება მის გვერდით მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს ხედავს,რომელსაც ეძინა.
წამოდგა რომ ენახა ვინ იყო ის და გაეგო რატომ მოხვდა ის საავადმყოფოში,რადგან მას არაფერი ახსოვდა. ბევრჯერ სცადა გაეხსენებინა რატომ არის ის აქ და რა მოხდა. ცალკე კი ძალიან აინტერესებდა ვინ იყო ის ბიჭი, რომელსაც საკმაოდ ღრმად ეძინა.

დაახლოებით 20 წუთი გავიდა რაც ბიჭს ეღვიძა.ვერ იხსენებდა აქ რატომ მოხვდა ან საერთოდ ვინ იყო ეს ადამიანი.

heeseung's pov:

ნელნელა თვალებს ვახელ და სიზმრების სამყაროდან რეალობაში გადმოვდივარ.მინდოდა ახლა თავი ამეწია და დამენახა ჩემი ცხოვრების აზრი,რომელმაც სრულიად შემცვალა კარგ მხრივ.ჩემი პატარა...მენატრება საშინლად...მინდა ჩავეხუტო და არ გავუშვა... (ავტორი ძალიან შეყვარებული ადამიანია)

ბოლოს ვწევ თავს და თვალებს ვერ ვუჯერებ.

ერთი ვიპწკინე ხელზე.თავი ისევ სიზმარში მეგონა.ნუთუ ახალა ეს ჩემი ჯეიკი იყო,რომელსაც გაღვიძებია და თავისი მოციმციმე თვალებით მიყურებს.

ბოლოს 3 თვის უკან ვიტირე,როდესაც ის დაწყევლილი შემთხვევა მოხდა.მას არ დაუმსახურებია ეს ყველაფერი უფრო სწორად რომ ვთქვათ,სამყაროს არ დაუმსახურებია იგი.არ იმსახურებს ეს უსამართლო სამყარო მას! ის ხომ ანგელოზია.ის ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს.

ცრემლები ღვარღვარით მომდის და ჯერ არ ვმოქმედებ,უბრალოდ ვუყურებ მის ლამაზ სახეს...ჩემი ანგელოზი...

ბოლოს გადავწყვიტე ავმდგერიყავი.
ავდექი და ხელები მოვხვიე,თავი მის კისერში ჩავრგე რათა მისი სურნელი უფრო კარგად შემეგრძნო.ისევ ისეთი ბავშვის სურნელი ჰქონდა,რომელიც მაყრუებდა,მაბრმავებდა,სუნთქვას მიკრავდა.

in another lifetime Where stories live. Discover now