"-დღეს მე და ჰისონს პირველი პაემანი გვაქვს და ძალიან აღელვებული ვარ"
მისი საყვარელი ხმა მოისმა კომპიუტერიდან
"-ახლა მასთან შესახვედრად მივდივარ"
კამერა შეაბრუნა და ის ქუჩა გამოჩნდა სადაც მე და ჯეიკი ყოველთვის ვსეირნობდით.
"-ეს ქუჩა ჩემი საყვარელი ადგილია. როდესაც ამ ქუჩაზე დავდივარ თავს კომფორტულად და მხიარულად ვგრძნობ"
-როგორ მინდა მაგ ქუჩაზე ისევ გავიარო შენთანერთად -ჩემთვის ჩავილაპარაკე და კომპიუტეს მოვეფერე.
"-უკვე ახლოს ვარ! არ მჯერა!"
სიხარულისგან ხტუნაობა დაიწყო რაზეც გამეღიმა.
"-აი ჰისონიც იქაა"
კამერა შეაბრუნა და კომპიუტერში მე გამოვჩნდი,თან ჯეიკს ხელს ვუქნევდი.ჯეიკი ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა.მეც ხელები მოვხვიე და შუბლზე ვაკოცე.ეს დრო რომ დაბრუნდეს ყველაფერს გავაკეთებ.
"-როგორხარ?
-შენ რომ მომღიმარს გხედავ ცუდად როგორ ვიქნები"
-ნწნწ ჰისონ რა რომანტიკოსი ხარ-შევაქე ჩემი თავი
"-არ შევიდეთ?
-ხო კი!"
შევედით კაფეში და კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავჯექით.მახსოვს ამ დროს მინდოდა მეყვირა და ყველასთვის მეთქვა როგორ მიყვარს ჩემი ჯეიკი.
დავსხედით და ჯეიკმა კამერა იქვე ხელსახოცების ჩასადებს მიაყუდა ისე რომ მარტო ჩვენ ვჩანდით.
"-რა ვჭამოთ?
-რავი რაც გინდა
-მე კი არა შენ რა გინდა
-მე არვიცი და შენ რაცგინდა ის შევუკვეთოთ
-აიღე მენიუ და რამე მოძებნე,რასაც შენ შეჭამ იმას შევჭამ
-ჰმ,კარგი"
კაფეში რომ მივდიოდით სულ იმაზე ვჩხუბობდით,თუ ვინ შეუკვეთავდა საჭმელს,ნუ მაინც ისე ხდებოდა რო ჯეიკი ირჩევდა საჭმელს.