უცნაური რამ მესიზმრა იმ დღეს...
სრულიად მოულოდნელად ჩავიძირე უკუნით სიბნელეში და ნაცნობ ოთახში გავახილე თვალი. ოთახში შავად შემოსილი ხალხის მწარე ქვითინის ხმა ისმოდა მხოლოდ.
მალევე მივხვდი, რომ სამძიმარზე აღმოვჩნდი უცებ.
ნაცნობი სახეების დანახვა სულაც არ მაკვირვებდა, მაგრამ რაღაც უცნაურმა გრძნობამ ამიტანა, რომელიც შიგნიდან მჭამდა და ვერაფრით ვიგებდი რა იყო. სრულმა ქაოსმა მომიცვა და ამ ქაოსში ჩავიკარგე თითქოს. გონებაში ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა:
ნეტავ როგორ ასრულებენ ადამიანები?
მიცვალებულისკენ არ გამიხედავს. ინტერესი მკლავდა ისე მინდოდა მისი სახე დამენახა, მაგრამ მის გარშემო დასვენებულ ყვავილებს ვერ ვწყვეტდი თვალს. არ ვიცი რატომ, მე ხომ ყვავილები არასდროს მიყვარდა. თუმცა, იმ ყვავილებში, ლურჯი ვარდების სიჭარბე მაკვირვებდა, ალბათ. ჰო, მაკვირვებდა, მაღიმებდა, სულს მიფორიაქებდა, ის უცნაური გრძნობა მკლავდა ისევ. უკვე სულს მიწამლავდა კითხვა:
ნეტავ როგორ ასრულებენ ადამიანები?
შემდეგ, წამით, სულ ერთი წამით დავხედე გაციებულ სხეულს და...
გამეღიმა...
20 წლის გოგოს სხეულს ვუყურებდი და ჩემი გონება ერთიანად აუტანელმა სიმშვიდემ მოიცვა თითქოს.
სულს აღარ მიღრღნიდა კითხვა:ნეტავ როგორ ასრულებენ ადამიანები?
ოთახს მოვავლე თვალი. კვლავ ტირილის, მოთქმის, კივილის ხმები ისმოდა. ასობით, ათასობით ადამიანი გლოვობდა, მე ვიღიმოდი მხოლოდ. ვერაფრით ვიგებდი რას გლოვობდნენ. ახალგაზრდა გოგოს სიკვდილს თუ საკუთარ თავებს, გაუსაძლისი ტკივილით, მარტოებს რომ მოუწევდათ ცხოვრების გაგრძელება. თავადაც ვერ იაზრებდნენ ალბათ. უბრალოდ გლოვობდნენ და მორჩა.
ჰო, ტიროდნენ, სტკიოდათ, ბრაზობდნენ, ეცოდებოდათ, მაგრამ არავინ ცდილობდა გაეგო.მე კი... მე კვლავ ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი, სხეულს დავყურებდი და ვიღიმოდი. ვიღიმოდი, რადგან თავად, მთელი სხეულით შევიგრძნობდი თუ როგორ ასრულებენ ადამიანები. ვიღიმოდი და გონებაში ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა:
ნუთუ მართლა ასე ასრულებენ ადამიანები?
უცნაური რამ მესიზმრა იმ დღეს...
სრულიად მოულოდნელად ჩავიძირე უკუნით სიბნელეში და ნაცნობ ოთახში გავახილე თვალი. ოთახში შავად შემოსილი ხალხის მწარე ქვითინის ხმა ისმოდა მხოლოდ.
მალევე მივხვდი, რომ სამძიმარზე აღმოვჩნდი უცებ.
ნაცნობი სახეების დანახვა სულაც არ მაკვირვებდა, მაგრამ რაღაც უცნაურმა გრძნობამ ამიტანა, რომელიც შიგნიდან მჭამდა და ვერაფრით ვიგებდი რა იყო. სრულმა ქაოსმა მომიცვა და ამ ქაოსში ჩავიკარგე თითქოს. გონებაში ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა:
ნეტავ როგორ ასრულებენ ადამიანები?
მიცვალებულისკენ არ გამიხედავს. ინტერესი მკლავდა ისე მინდოდა მისი სახე დამენახა, მაგრამ მის გარშემო დასვენებულ ყვავილებს ვერ ვწყვეტდი თვალს. არ ვიცი რატომ, მე ხომ ყვავილები არასდროს მიყვარდა. თუმცა, იმ ყვავილებში, ლურჯი ვარდების სიჭარბე მაკვირვებდა, ალბათ. ჰო, მაკვირვებდა, მაღიმებდა, სულს მიფორიაქებდა, ის უცნაური გრძნობა მკლავდა ისევ. უკვე სულს მიწამლავდა კითხვა:
ნეტავ როგორ ასრულებენ ადამიანები?
შემდეგ, წამით, სულ ერთი წამით დავხედე გაციებულ სხეულს და...
გამეღიმა...
საკუთარ სხეულს დავყურებდი და ჩემი გონება ერთიანად აუტანელმა სიმშვიდემ მოიცვა თითქოს. სულს აღარ მიღრღნიდა კითხვა:
ნეტავ როგორ ასრულებენ ადამიანები?
______________
სევი...💙