-დამშვიდდი ნუ ტირი მე აქ ვარ და აღარ ვაპირებ ისევ სადმე წასვლას გესმის
მჭიდროდ იხუტებდა ასიას და თან ცრემლებს წმენდდა.
-წავიდეთ სახლში გეტყობა რომ ძალიან დაღლილი ხარ.
არც აცადა რამის თქმა ხელში აიტაცა და ისე წაიყვანა მანქანისკენ,არც ასია შეწინააღმდეგებია არ ჰქონდა მაგის თავი იმდენად დაღლილი იყო.
***
სახლში ათ წუთში მივიდნენ,ისევ ხელში აყვანილმა შეიყვანა სახლში ასია,ბავშვის ხმა არ ისმოდა როგორც ჩანს ეძინა.
საძინებელში აიყვანა და ლოგინზე დააწვინა,ფეხსაცმელები გახადა და ლოგინში ჩააწვინა მალევე თვითონაც მიუწვა მას.
უყურებდა და უბრალოდ არ სჯეროდა ეს ყველაფერი,არ სჯეროდა ის რომ ეხლა ეს ულამაზესი გოგო ისევ მისი იყო და ისევ მის გვერდით იწვა.
უბრალოდ უყურებდა და ტკბებოდა იმ სილამაზით რომელიც მის გვერდით იწვა და მშვიდად სძინავდა.
მალე ასია ცოტათი ფხიზლდება და ჯიმინისკენ ბრუნდება,ეხუტება ისე მჭიდროდ თითქოსდა ვინმე წაართმდეს.
-დაიძინე ჯიმინ გვიანია.
-ჰმ კარგი.
მალევე ჯიმინსაც ეძინება ასიაზე მიკრულს.
***
-დედა მამა გაიღვიძეთ,დედაა მამააამ ხმაში ეღვიძება წყვილს,ასიას ეცინება,ჯიმინი კი ჯერ ვერ ხვდება რა ხდება არ არის მიჩვეული ესე გაღვიძებას მაგრამ ეგ არაფერი მალე მიეჩვევა.
-რახდება დამიანე?
-დედიკო მშია,მშიაა
-კარგი ავდგები და ლილის ვეტყვი რამე მოგიმზადოს. (ლილი მათი მოსამსახურეა)
-კარგი.
-მოდი შენ შენს მამიკოს მიუწექი გვერდით.
ბავშვი ჯიმინს მიუწვინა გვერდით.
ჯიმინს ისევ შეებრუნებინა ძილი და მშვიდადაც ფშვინავდა.