⛸️

85 11 24
                                    

თებერვლის სუსხი ძვლებამდე ატანდა. სეულის ცარიელი ქუჩები პირველ თოვლთან შესაგებებლად ემზადებოდნენ. არემარე სუსხს მოეცვა. ღრუბლები კი, მოქუფრული გადმოჰყურებდნენ დედამიწას.
სამწუხარო იყო ასეთ ამინდში ვერავინ, რომ ვერ ბედავდა თბილი, ღუნღულა სახლიდან ცხვირის გამოყოფას... მაგრამ მოიცა!

ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე კარგად მოსჩანდა ქერა მოკაშკაშე თმა, რომელიც ბიჭს ლამაზად დაჰფენოდა ფერმკრთალ კანზე. ნელი, მშვიდი, გაწონასწორებული ნაბიჯებით მიაპობდა საღამოს ბნელ ქუჩებში მონარნარე გრილ ნიავს და თან ყურსასმენებიდან აჟღერებულ მშვიდ სიმღერას აყოლებდა სიცივისგან ოდნავ ფერდაკარგულ ბაგეებს, რომლებიც ქარს უმოწყალოდ გამოეშროთ და დაეხეთქათ. კარგად თუ დააკვირდებოდი შეამჩნებდი დაბლითა – შედარებით უფრო დიდი ზომის ტუჩის მარჯვენა კუთხეში სისხლის პატარა ხაზიც დასტყობოდა, რომელზეც ხშირად იტარებდა ცხელ ენას.

რამოდენიმე საათი დაბორიალობდა სრულ სიცარიელეში, მანამ ტბის პირას არ დაიკავა ჩვეული ადგილი და მშვიდ ჰორიზონტს არ დაუწყო ცქერა. ამ საღამოს უმთვარო ღამე, კიდევ უფრო იდუმალსა და მარტოსულს ხდიდა ისევე, როგორც ტბის ნაპირზე ჩამოსკუპებული ფერმკრთალი გახლდათ. პლიუს ამას არც თოვლის ფანტელები არ მოსჩანდნენ. ცას კი უკვე კუპრისფერი გადაჰკროდა.
სრული სიჩუმე სუფევდა ირგვლივ. თითქოს ყველა და ყველაფერი გამქრალიყო და მხოლოდ მომცრო სხეულის მქონე მინ იუნგიღა დარჩენილიყო ამ ქვეყნად.
აღარც ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, აღარც ავტომობილების ნერვების მომშლელი ზუზუნი და აღარც ხალხის ბუტ-ბუტი ირგვლივ, როგორც თბილ ივნისს სჩვეოდა. ამიტომაც უყვარდა მინს სუსხიანი ზამთარი. ეს სეზონი ფიქრისა და განტვირთვის საშუალებას აძლევდა დანარჩენი 9 ხმაურიანი თვისგან განსხვავებით, რომელთა გატარებაც უაზროდ მოლაყბე ხალხის გარემოცვაში უწევდა.
ქერას თოვლის ნაზი ფიფქების შეხებაც უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა მთელს სხეულში.
თეთრი ფერი კი წმინდა, სუფთა სულსა და სხეულს აგონებდა, რომელიც არემარეს თეთრად მოსავდა.
თოვლით დაფარულ ნიადაგზე მაღალყელიანი ფეხსაცმელით სიარულისგან გამოწვეული ხრაშა-ხრუში ყველაზე ლამაზ ჰანგებად ჩაესმოდა ბიჭის ყურთასმენას და ახშობდა მის გონებაში გამეფებულ ხმაურს.

სინათლე შენს თვალებში [PJM & MYG]Where stories live. Discover now