ეშმაკის ანარეკლი

14 5 0
                                    

"დაე უყვარდეთ ისინი, ვისთანაც ვერ იცხოვრებენ,
დაე იცხოვრონ იმათთან, ვისაცა ვერ იყვარებენ."
გასცა ბრძანება ეშმაკმა, სარკის წინ მჯდომმა სატანამ,
ანარეკლს მისჩერებული, ვერა ამბობდა სიტყვასა.

ხელი მკრეს, ფრთები მომაჭრეს, სახელად ეშმაკი შემარქვეს,   განა რად მიღირს ცხოვრება, პირველად გული მომპარეს.
მე გული მივეც ჩემ ღმერთსა - ერთადერთს, განურჩეველსა,          
მან კი ხელი მკრა, უარმყო - პირველად? უკანასკნელად!
უგულოდ დავრჩი - მომპარეს! უგრძნობი გავხდი - უსულო!
მაგრამ ის გრძნობა უფალო, მე მაინც ვერ მოვიშორე.

განა აზრი აქვს რამესა? ფულსა? ქონებას? ტიტულსა?
უსიყვარულოდ სარკეში, ჩემ თავს ვერ ვხედავ ვერსადა.
ეშმაკი მქვია უფალო, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ,
რა ვქნა? ასეთი შემქმენი, ადამიანი კი არ ვარ.

___________________________

ესეც კიდევ ერთი პატარა საჩუქარი 😁🤍

მიყვარხართ 🤍

თქვენი მაელო ✨🤍

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 01 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Daylight Where stories live. Discover now