Hero X Hero hunter (III)

21 2 0
                                    

                           ***
... ადგილზე გავიყინე. იცით თუ რატომ? ჰაჰა, სასაცილოა... მე ის უნდა შემეჩერებინა... დიახ...ის... პანიკური სიცილი ამიტყდა, მაგრამ რადგან მოსასხამი ჩემს სახეს ფარავდა, მათ ვერ გაიგეს თუ რა იყო ჩემი ასეთი რეაქციის მიზეზი. მათი დავალებით, გაროუ უნდა შემეჩერებინა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. კაბინეტი დავტოვე. დერეფნებში დავდიოდი და ჩემი თავი ფიქრებითა და კითხვებით იყო გართული: "რატომ?"... "რისთვის?"... "თუნდაც ერთმანეთის მიმართ გრძნობები არ გვქონდეს... მე ხომ სუსტი ვარ"... "საერთოდ S კლასის გმირი რატომ ვარ?!"...
ძლიერმა ემოციებმა იმდენად შემიპყრო, რომ უკვე თავს ვერ ვაკონტროლებდი. ხელებზე როცა დავიხედე, ვხედავდი, რომ ვენები მუქ მწვანე ფერს იღებდა, წარბის არეში კი ნაიარევი მიჩნდებოდა.
-"ოღონდ ეს არა... ოღონდ ახლა არა!!"...
მსწრაფველ პორტალი შევქმენი და ქალაქიდან, რაც შეიძლება მოშორებით წავედი. როდესაც პორტალს ვიყენებ, მას ჩემი ენერგიის დიდი ნაწილი მიაქვს, ამიტომ ქალაქიდან მხოლოდ 15 კილომეტრის მოშორებით გავჩერდი. მძიმედ ვსუნთქავდი. როგორმე ჩემი ემოციებისგან უნდა გავთავისუფლებულიყავი, თორემ... ალბათ იგივე განმეორდება, რაც წლების წინ... ალბათ გაგიკვირდებათ, კითხვები გაგიჩნდებათ, ნუთუ რა გადახდა წლების წინ ამ გოგოსო... ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო. სკოლა, ბულინგი, სახლი, მკაცრი მშობლები... ჩემი თავი მეზიზღებოდა, რადგან სიცოცხლე მწყუროდა, მაგრამ არა ასეთი. სკოლის პერიოდში, ჩემივე კლასელები გარეგნობაზე დამცინოდნენ, ფიზიკურადაც მისწორდებოდნენ. და რას აკეთებდნენ მშობლები? ... "სახლი" და "ოჯახი" უფრო მეტ ზიანს მაყენებდა, ვიდრე საზოგადოება. დედა ზედაც არ მიყურებდა, მამა თვეში ერთხელ თუ მომინახულებდა, ისიც გვერდითი თვალით. ვგრძნობდი, რომ მათაც კიარ სურდათ ჩემი ახლოს ყოფნა. დადგა ჩემი დაბადების დღეც, მორიგი კოშმარი, რომელიც მთელი ეს წლები თან დამყვება. 12  დეკემბერი... დილა. ვითომც არაფერი, დედა ტელევიზორს უყურებდა და თან ვისკის სვამდა. ისე გავედი სახლიდან, არც კი შემოუხედავს. როდესაც სკოლის ეზოში ფეხი შევდგი, ერთ-ერთმა პოპულარულმა გოგონამ სახეზე ტორტი მესროლა წარწერით: "ბედნიერი დაბადების დღე ლუზერო"... დღეს, განსაკუთრებით ძლიერ მომხვდა მათი დამცინავი წინადადებები, კომენტარები. ყურებს ხელებით ვიხშობდი, რომ არ გამეგო. თან ვგრძნობდი, როგორ გამალებით ფეთქავდა ჩემი გული. როგორ სწრაფად მოძრაობდა სისხლი მთელ სხეულში. უცაბედად ყველანი გაქვავდნენ და მომაშტერდნენ... რატომ? ... მთელი ჩემი სხეული მწვანედ ანათებდა, ცოტად და ავფეთქდებოდი. მათ უკან დაიხიეს, მაგრამ გვიანი იყო... მუხლებზე დავეცი და ისეთი შემზარავი კივილი აღმომხდა, რომ მთელი სკოლის ეზო, მთელი შენობა მწვანე კვამლმა მოიცვა. შუშები დაიმსხვრა. ჩემმა უეცარმა "აფეთქებამ" ორი კილომეტრის რადიუსში ძლიერი რადიაცია გამოიწვია. ასობით ადამიანი რადიაციით დაავადდა. გონება დავკარგე, როდესაც გონს მოვედი, ლაბორატორიის მაგიდაზე ვიწექი, ხელ-ფეხ შეკრული, თუმცა, თქვენი აზრით ეს შემაჩერებდა?... იმდენად ვიყავი ბრაზის მორევში, რომ მზად ვიყავი ჩემი ახლად აღმოჩენილი ძალით მთელი ქალაქი გადამეწვა. ჩემთვის გასაკვირად, გმირთა ასოციაციაში ამიყვანეს, ალბათ იმიტომ, რომ სახიფათო ვიყავი. სწორედ აქ გამოვცადე ჩემი შესაძლებლობები, რომელიც ძირითადად მაგია იყო: ილუზიებისა და პორტალის შექმნა, მქონდა აგრეთვე ხილვები წარსულდან, რასაც ვერ ვაკონტროლებდი. აგრეთვე, კარგად დავეუფლე ლასოთი ბრძოლის ტექნიკას, რა თქმა უნდა, თვითნასწავლი ვიყავი. აქედან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება, "საყვარელი ოჯახისკენ" არც კი გამიხედავს... ახლა კი სწორედ ამის შიში მქონდა, რომ ზედმეტი ემოციებისაგან ისევ ზიანი არ მიმეყენებია ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. კლდეზე ჩამოვჯექი, ღრმად დავიწყე სუნთქვა. მედიტაცია ყოველთვის მეხმარებოდა მშვიდი ბუნება შემენარჩუნებინა. მედიტაციის პროცესში, უეცრად თავში გაროუ ამომიტივტივდა, ეს ავტომატურად მოხდა. ჩემ გონებაში წარმოსახულ გაროუს გავყევი. წამის მეოთხედით ყველაფერი გათეთრდა და ისევ ძველ დროში დავბრუნდი, რამდენიმე წლით ადრე. თავიდან ვერ გავიაზრე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ წარსულის ხილვაში ვიყავი, რომელიც გაროუს ეხებოდა. მზიანი დღე იყო, იქეთ-აქეთ ვიყურებოდი. თვალი მოვკარი ერთ ბავშვს, რომელიც გაროუს ძალიან გავდა. პარკში სკამზე იჯდა და კომიქსს კითხულობდა. მის უკან აღმოვჩნდი და ზემოდან დავყურებდი. მას არ შეეძლო ჩემი ნახვა, რადგან წარსულში ვიყავი და ეს ხილვა იყო, მისთვის შეხებაც კიარ შემეძლო. დავინტერესდი, მასთან ერთად მეც ვკითხულობდი.
-"რატომ არ შეიძლება , რომ ბოროტმოქმედმა გაიმარჯვოს? სულ გმირები რატომ არიან სიკეთის მხარეს?"...
თან კითხულობდა, თან საკუთარ თავს კითხვებს უსვამდა. ასე ვიყავით დაახლოებით რამდენიმე წუთი, როცა გაროუს თავში ბურთი მოხვდა. იმდენად ძლიერად, რომ ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო. როდესაც გავხედე,თუ რა მოხდა, დავინახე...

(To be continued ❤️)

Hero X Hero hunter Where stories live. Discover now