Hero X Hero hunter (IV)

20 1 0
                                    

                           ***
... ბურთი, რომელიც გაროუს მოხვდა, იყო განზრახვით ნასროლი და არა შემთხვევით. როგორც ვხედავ, გაროუ არ იყო ისეთი ბავშვი, როგორიც სხვები: კომუნიკაბელური, სოციალური. ბიჭმა, სახელად ტიჩანმა, გაროუს თამაში შესთავაზა, სადაც გაროუს ბოროტმოქმედის როლი უნდა შეესრულებინა, ტიჩანს კი გმირის. მათი თქმით, გმირი ყოველთვის იმარჯვებს, ამიტომ გაროუს მუჭი მოუქნია, რამაც მისი ძირს დაცემა გამოუწვია. გაროუ ადგა და საპასუხოდ, მანაც მუჭი ჰკრა. ტიჩანმა გაიკვირვა:
-"რას აკეთებ? არ იცი, რომ ბოროტმოქმედი ყოველთვის მარცხდება?!"
როცა ეს თქვა, ფიზიკურად ზიანის მიყენება დაუწყო გაროუს. ტიჩანის მეგობრები გაროუს იჭერდნენ. ამ დროს, გამოჩნდა ერთ-ერთი გმირი, რომელმაც ბავშვები გააშველა. ტიჩანმა და მისმა მეგობრებმა გაროუს დასდეს ბრალი, რომ იგი იწყებდა ყოველთვის დავას და მას მონსტრი უწოდეს. იმის მაგივრად, რომ გმირს გაროუ დაეცვა, მან ის დატუქსა. მე ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი და ზიზღით ვივსებოდი. ნათელი იყო, თუ მას რატომ სძულდა გმირები, ის გულგატეხილი იყო ბავშვობიდან.
-"გმირები... ისინი ყოველთვის სუსტებს ჩაგრავენ..."
ჩაილაპარაკა მან. იგი განაგრძობდა კომიქსების კითხვას, სადაც გმირთა ქება-დიდება იყო ასახული. ხილვაში უეცრად დრო შეიცვალა... ეს ის დრო იყო, როცა გაროუ მასტერ ბანგის დოჯოს შეუერთდა. გაროუ მალევე ტოპ სტუდენტი გახდა. მე ვუყურებდი მის თითოეულ წარმატებას, თუმცა მასში გმირების ზიზღი დღითი დღე იზრდებოდა. როდესაც იგი თითქმის 18 წლის გახდა, მან გაიაზრა, რომ აქ სასწავლი აღარაფერი დარჩა.  გაროუმ შეძლო და გაიგო საიდუმლო  ტექნიკის შესახებ და დაეუფლა მას , რომელიც იწოდება, როგორც: Exploding heart release fist . გაროუმ დატოვა დოჯო და მას შემდეგ გახდა გმირებზე მონადირე...
                           ***
ხილვიდან გამოვედი. მედიტაცია დავასრულე.
-"გაროუ..." ჩავიბუტბუტე. დილემის წინაშე ვიდექი. ან გაროუ უნდა შემეჩერებინა, ან გმირებს გავნდგომოდი. გული ერთს გაიძახის, გონება კი მეორეს. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც დავინახე ქალაქის თავზე უზარმაზარი კვამლი... მოიცა...ეს კვამლი არ არის... ეს რა, ღამურებია??...
ზეზე წამოვხტი, ილუზიის გამოყენებით ქალაქისკენ მსწრაფველ გავფრინდი. მართალია ტელეპორტაციით შემიძლია, მაგრამ ეს დიდ ენერგიას მოითხოვს. როდესაც ადგილზე გავჩნდი, B და C კლასის გმირები აქეთ-იქეთ დაზიანებული იწვნენ, ფაქტობრივად ეყარნენ. ვიგრძენი, რომ ზურგის მხრიდან რაღაც ან ვიღაც დიდი სისწრაფით მიახლოვდებოდა, მაგრამ მიწიდან. ხელი მაღლა ავმართე:
-"გამოჩნდი!"
დავიყვირე და მუჭი მიწას ძლიერ დავარტყი. ჩემმა მაგიამ მიწაში გაიარა, ბზარები გააჩინა და თუ კი რაიმე ცოცხალი არსება იყო მიწაში, მსწრაფველ ჰაერში ავარდა. ტაშის ხმა მომესმა, მარჯვნივ გავიხედე. ჩემგან 15 მეტრის რადიუსში მაღალი, შავგვრემანი ახალგაზრდა ქალი იდგა, მოწითალო თვალებით, მორიელის კუდითა და გველის მაგვარი კანით. ეს რომ ადამიანი არ იყო, ორი აზრი არ არსებობს. როგორც ჩანს, იგი აკონტროლებდა იმ ღამურებს, რომელიც ცაში შავ ღრუბელს ჰგავდა(ათასობით იყვნენ, ამიტომ შორიდან რომ შეგეხედა, ღრუბელი გეგონებოდა).
და დუელი დაიწყო. იგი იმდენად მოხერხებული და სწრაფი იყო, რომ მიჭირდა მაგიის გარეშე მისი შეტევების მოგერიება. მიტევდა ყოველი მხრიდან, განსაკუთრებით თავისი კუდით, რომელმაც საკმაოდ ღრმა ჭრილობა მომაყენა წელის და თეძოს არეში. მისი შეტევების მოგერიების დროს ვფიქრობდი, თუ რა იყო მისი სუსტი წერტილი, უცებ გონება გამინათდა.
-"თუ იგი ძირითად შეტევებს კუდით ახორციელებს... რა იქნება, თუ მას დაკარგავს?"
გავჩერდი, ნება მივეცი შემოეტია. ბასრი კუდი პირდაპირ გულის არეში მომხვდა, ადგილზე მომკლავდა, რომ არ დამეჭირა. მისი კუდი ხელებით დავიჭირე:
-"ახლა ისე დაიწვები, შენი არომატი მთელ ქალაქს მოედება!"
ისე ჩავიცინე, გეგონებოდათ ფსიქოფატიაო. თვალები წითელი ლაზერივით გამინათდა, მთელი სხეული ისე კაშკაშებდა გეგონებოდა ზურმუხტიაო მთვარის შუქზე. მან საშინელი ტკივილი იგრძნო ჯერ კუდზე, რომელიც ხელში მეჭირა, შემდეგ კი მთლიან სხეულზე. როდესაც ტკივილმა მისი მთელი სხეული მოიცვა, მას მწვანე ცეცხლი გაეკიდა. ძირს დაემხო, ისე შემზარავად კიოდა, რომ ჩვეულებრივ ადამიანს ყურებიდან სისხლდენას დაუწყებდა... ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ იგი მტვრად იქცა.
-"შაკაბუი!" დავიყვირე და მუჭი ჰაერში ავწიე. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე დავამარცხე. შემდეგ გამახსენდა რომ სისხლისგან ვიცლებოდი, მაგრამ მაინც ვიცინოდი. მაგიის დახმარებით, სისხლდენა შევიჩერე, შემდეგ კი სხვა გმირებს მივეშველე, რომლებიც დაზიანებული იყვნენ. შავი ღრუბელიც გაქრა და ღამურებიც.

Hero X Hero hunter Where stories live. Discover now