პირველად - III

41 5 7
                                    

  რაღაც უცნაურმა ჭმუნვამ შემიპყრო, გასაქცევი არსად დამიტოვა და მეც ძველ მეგობარს მივადექი.
  მელანი, რომ ჩემი გულიდან მდინარესავით ჩქეფდა, ხომ ცხადზე ცხადია? ჰოდა, დავბრუნდი ძველს სამფლობელოში, რომელიც ჩემს ყოფილ საყვარელს მტვრითა და მარგალიტებით შეუმოსავს, ხოლო ჩემი ძვირფასი ბებიის ხელით ნაქარგ ხალიჩაზე რქაწითელი (შესაძლოა სისხლია ჩემი) დაუღვრია.
  მარტის ბოლოსთვის (გატყუებთ, მარტი უკვე გალეული იყო და ბავშვური ოცნებასავით თბილი, მაგრამ ვერაგობით სავსე აპრილის პირველი იდგა) "მზის სიცხადეს და თაკარა თამაშს ვინ მიუდგებაო" მკითხა ტატიანამ მას შემდეგ რაც ვიღაც პრინცი (მის შტოში მესამე) გამირიგა და მეც რებელა, ვითომ უხეში, მაგრამ დეპრესიული თინეიჯერივით პასუხის სიცხადეზე ლამის თმა გამითეთრდა. მეთქი ტანია, არ გინდა, ნუ გამწირავ სიყვარულის მჟავა მორევში ახლიდან ჩასაძირად, ხომ იცი მერე, მაინც ჩემი მელანი ღებავს-თქო. არაყ ნასვამივით სიტყვები ვასლოკინე, მაგრამ მუშტისოდენა გულს როგორ გამოეპარებოდა რა ისრით იქმნა დაჭრილი... იღრიალა "კუპიდონიო" და ღმერთი, რჯული, ნერვი არ დატოვა ამ შიდა ლხინში, რომ არ ჩაეთრია.
  პრინცი (მის შტოში მესამე... ახლა არ მითხრათ ღმერთი სამობითააო, თორემ მის აბრეშუმივით თმას ვფიცავ, თქვენსას შევიტოვებ თითებს შუა!) ჩამვარდნია გულში. ცოტათი უხასიათო, მაგრამ კატის მაგვარი კი გახლდათ, ზუსტად ისეთი, მე, რომ შემფერის. ამჯერად, მიწის სიმხურვალე ვიგემე, როცა თვალები მისი პირველად ვიგრძენ კანზე... ჩემმა იმდროიმდელმა კაცმა, რომ კურთხევა მოგვცა ეგეც ნუ დაგავიწყდებათ, მეგობრებო (თავს ნუ განიდიდებთ, არ ხართ). ცხელი ბაგე ჰქონდა, მაგრამ ტკბილი, ზღაპარივით და იმ დროინდელმა დოლორესმა რა იცოდა, რომ შტოში მესამე გულის ნამსხვრევების შეგროვებას დააწყებინებდა. ღამის ზღაპრით მიძინებულს, როცა სატრფო მშვიდად მეგულებოდა ქალაქის ყველაზე ცხელ წერტილში დილით წერილი დამხვდა "რომანს ვწყვეტ და შენი აჩრდილიც არ დავინახო ჩემი ავლადიდების მახლობლადო". გულმა ერთი ამოკვნესა ისე გაქაჩა, როგორც ალკოდამოკიდებულმა კვირა სპირტის გარეშე, ერთიც იფეთქა და რაც კი წლობით ნაგროვები მელანი იყო, სულ თეთრ კაბაზე, ცრემლთა გამდინარი გროვის გასწვრივ დამაქცია.
  ვაი, ჩემო საფიქრალო, ვაი, ჩემო ვესთ საიდის მოყვარულო პრინცო... მელანი კარმენს ვესესხე, ვჯღაბნი და ვჯღაბნი. აღარც მცალია, ტაძრები უნდა შემოვიარო, იქნებ სადმე, შენს მეფედ კურთხევას შევესწრო.


პოლონელმა ოსს გადამაბარა, ოსმა ჯერ-ჯერობით ღმერთს... კაცების ბუმერანგის პრინციპით გასროლა ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე ;)) პატარაა, უმარილოა, როგორიც უნდა იყოს, რადგან მეტი საქმე არ მაქვს გაქცეულ პრინცებს დაბალანსებული გემოები ვაგრძნობინო, მაგრამ თქვენ მომიტევეთ... არც არაფერი დაგიშავებიათ, უბრალოდ, ჩემს კიდევ ერთ სასიყვარულო დესტრუქციაში მოყევით!

ვესთ საიდის მოყვარული პრინციWhere stories live. Discover now