part 1

35 2 5
                                    

ბიჭი:

ერთადერთი, რაზეც იმ საბედისწერო დილით ბიჭი დარბეულ გონებას შეეძლო ეფიქრა, შურისძიება იყო...
შურისძიება უშეღავათო, ცივი, უსლგულო... შურისძიება საკუთარ თავზე, უდანაშაულო გოგოზე, დედ-მამაზე,  მეგობრებზე, ყველაფერ მართალზე, არავითარი ორჭოფობა და სინანული; არავითარი ხათრი-მათრი, სინდის-ნამუსი და უმანკოება. უკან მიბრუნება წარსულის დავიწყება და წინ გახედვა, რას გვიქადის მომავალი, არანაირი ყოყმანი და არანაირი შენდობა...

გოგო:

კბილზე კბილდაჭერილი, პირმოკუმული გოგო ამუნათებდა, კიცხავდა, რისხავდა თავს, თავის სქესსა და მოდგმას-კაცობრიობის ნახევარზე მეტს.
ქუჩაში გაჩქარებით მიმავალი, შეგინებული და თავლაფდასხმული... გარბოდა, ესწრაფებოდა, ილტვოდა, რომ მალე,რაც შეიძლება სწრაფად, უკანმოუხედავად, დაუნანებლად გასცლოდა იქაურობას; გადახვეწილიყო იქიდან, სადაც ფეხქვეშ მიწა ეწვოდა, ცა თავზე ექცეოდა და აღარ... იმ არემარეზე, იმ კარ-მიდამოზე, იმ სამყოფელზე არ გაეძლებოდა. იქ უკვე აღარ იყო მისი ადგილი... აღარ ერქვა თავისას თავისი, ბინას-თავშესაფარი, ფუძეს_საყრდენი, ურდულს-საკეტი, სარკმელს-სამზერი. ყველაფერი განადგურდა...
მის ყოფას, ქალობას, პატიოსნებას... ავად და მტრად გაუხდა...
     
                           ***
უეცრად, იმდენად მოულოდნელად შეჩერდა და რაღაც ისეთი ცხოველური სიმკვეთრითა და უჯიათობით მიაყინა ტროტუარს ფეხები, წინ გადაქანდა. მაშინვე ნაბიჯის წადგმამაც ვერ უშველა, წაიფორთხილა.
შორს, დაღმართის ბოლოში, ვიღაცა დალანდა. ამ ,,ვიღაცამდეც" იყვნენ ვიღაცეები (ახლა მისთვის ყველა ვიღაცა იყო, ნაცნობები კი არა, ახლობლებიც), მაგრამ ,,ის" ვინ იყო, ამის გამოცნობის თავი სად ჰქონდა ან რა ჯანდაბად სჭირდებოდა.
მარცხნივ რომ შეუხვია, ახლა მარჯვნივ უნდა გადაეჭრა გზა და ვიწრო, უფრო თავდაცულ ქუჩაში შეესწრო, რომელიც რაკი იქაურების გარდა არავის სჭირდებოდა, მაინცდამაინც ალიანცებული არ იყო.

მოღალატე შეყვარებულიWhere stories live. Discover now