ელენე
კვირა დღე იყო. დილიდანვე ისეთი უჟმური ამინდი დაიჭირა, ხასიათს რომ მოგიწამლავს, მით უმეტეს, თუ მარტოხელა, სკოლი 16წლის მოსწავლე ხარ.
წვიმს. მეოთხე დღეა წვიმს... გუშინ და გუშინწინ რა მიშავდა, საკონტროლოები მქონდა, დღევანდელ დღეს რა დააღამებს. არც კითხვა მინდა, არც წერა, ფიქრიც კი რაღაც ისე მძიმე და სევდიანი მაქვს, ვცდილობ არც ვიფიქრო. არა, სახლში ყოფნა აუტანელია, მაგრამ ვერც გარეთ, ქუჩაში გაჩერდები.
მოდი მაინც წავალ სადმე, რომელიმე მეგობართან.
გადავწყვიტე ლუკასთან წავიდე. არაა ცუდი ბიჭი, მამაც მშვიდი და წყნარი კაცია, დედამისი კია ცოტა ,,არამკითხე მოამბე", მაგრამ ამ დილაადრიან ჩემთვის სად ეცლება. რაცმთავარია ლუკა ორი ფლეისთეიშენი აქვს.
დავრეკე ზარი. ერთხანს პასუხი არაა.
ალბათ, დედამისი არაა შინ, თორემ ზარის დარეკვას ვერც კი მოვასწრებ, ასე მგონია, კართან მელოდება.
მეორედ უფრო გრძლად მივეცი ზარი. კარგა ხნის მერე თვითონ გამომხედა.
__ჰა, რომელი ხარ?__რომელი ვარ... რა ამბავია, გძინავს?!
__არა, ბიჭო, რა დროს ძილია.
__აბა?
__არაფერი, წერილს ვწერდი...
__ეუჰ, აბა წასულხარ ხელიდან მთელი დღე.
__ერთი სიტყვით, თავი დამანებე, ორი სიტყვა მაცალე...
__მიდი დაწერე, მე თან ჩემზე მოგიყვები.
__დაიწყე, გისმენ...
__მე და რეზი დავშორდით!
__მიზეზი?!
(ამის გახსენებაც კი მზარავს თუ რას გამიკეთებს, რომ მნახავს__ჰეი, კარგად ხარ?
__ნამეტანი... ნამეტანი კარგად...
(ტირილიც არ მიშველის ვიცი და ღიმილს ვერ ვიშორებ__ცოტა ხანს ჩემთან იყავი!
__ვიქნები...
__რატომ დაშორდით? ერთმანეთი ჰომ გიყვარდათ?
__მე მიყვარდა, ახლაც მიყვარს, მაგრამ მას ვძულდი და ვძულვარ.
__მე სულ სხვაგვარად მგონია...