19

29 2 3
                                    

მშვიდი ღამე გახლდათ. ოდნავი ნიავი საამურად არხედვა ხის ფოთლებს. ირგვლივ ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ყველას ეძინა, შესაბამისად სინათლე ყველგან ჩამქვრალი იყო, გარდა ერთი მყუდრო ქოხისა. ეზოში ორი მამაკაცი, ერთი მოხუცი, მეორე კი ახალგაზრდა, ნერვიულად სცემდა ბოლთას. მოხუცი გაჩერდებოდა, სახლის ფანჯარაში შეიხედებოდა და კვლავ განაგრძობდა სიარულს. ახალგაზრდა რაღაც დაზეპირებულ წინადადებას გადაულაპარაკებდა მოხუცს, მაგრამ პასუხად "არას" იღებდა ყოველ ჯერზე. ყმაწვილი ნერვიულობისაგან ტუჩებს ბავშვივით კუმავდა, ხანაც თმაზე გადაისვამდა ხელს.

ცოტა ხანში, ზრდასრული გოგონას განწირული ყვირილი ბავშვის ტირილმა ჩაანაცვლა. მამაკაცებს სახე გაებადრათ და ფანჯარასთან მიირბინეს. იქიდან მოხუცმა ქალბატონმა გამოიხედა, გაიღიმა და პატარა, ნაჭრებში გაახვია.

- ბიჭია, თანაც ჯანმრთელი - ბავშვს რწევა დაუწყო და დედასთან მიაწვინა - შეგიძლიათ შემოხვიდეთ.

მამაკაცები ოთახში შევიდნენ. ახალგაზრდა მორიდებით დადგა ოთახის კუთხეში, მოხუცი კი, გოგონასთან მივიდა. გოგოს თმები გასწეწვოდა, შუბლი დანამვოდა და დაღლილიც ჩანდა. ქალბატონმა ოთახი დატოვა, რათა ჩაი მოედუღებინა გოგოსთვის.

- და-სომ, ყველაფერი რიგზე გაქვს, ხომ ასეა? - ნერვიულად იკითხა მამაკაცმა და შვილიშვილს დააკვირდა.

- დიახ მამა. მოდი - ბავშვი გაუწოდა - შვილიშვილი გაიცანი - ბედნიერად შეხედა მამას და დანამული შუბლი შეიმშრალა.

მამამ ფრთხილად აიყვანა ბავშვი და რწევა დაუწყო, თავისთვის ღიღინებდა, სწორედ იმ სიმღერას, რომელსაც დიდი ხნის წინ და-სომს უმღეროდა. მამაკაცს სიხარულის ცრემლები მოადგა, მას ხომ თვით ღვთის საჩუქარი უკავია ხელში. პატარა ანგელოზი, რომელიც მომავალში ყველას ასახელებს!

- ჯიმინ, მოდი აიყვანე - მოხუცმა ბიჭს გახედა. ბიჭი დაიბნა, მას ასეთი პატარა, არასოდეს სჭერია აქამდე. ფრთხილად გამოართვა მოხუცს და სახეში შეხედა ჩვილს.

고구려의 황제 Emperor of Goguryeo  Where stories live. Discover now