• 2 •

202 27 26
                                    

ჯიმინი გზააბნეული დააბოტებდა შემაწუხებლად მზიან ქუჩებში. თითქოს, ამინდი ყველას განწყობაზე დადებითად მოქმედებდა, ამას მათ სახეზე აღბეჭდილი სულელური ღიმილი ააშკარავებდა მათ ბედნიერებას. მშობლებს პატარა ბავშვები გამოეყვანათ სანაყინეში, ივლისის ცხელი დღეების გასაგრილებლად. შეყვარებულები კი - ერთმანეთზე მიცუფებულები, თვალებში მოკიაფე ცეცხლით უმზერდნენ ერთურთს და თითებ გადახლართულები მისეირნობდნენ ხალხით სავსე ქუჩებში. ტკბებოდნენ ერთმანეთის სიხარულით და უფრო მეტ მომენტს ქმნიდნენ მომავალში გასახსენებლად. სკოლის მოსწავლე ბავშვები სათამაშო თოფებით წუწავდნენ ერთმანეთს, და ყველაზე მჭექარე სიცილით დაკისკისებდნენ ხალხს შორის.

ჯიმინი კი - ცარიელი გამომეტყველებით დააცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. არ იცოდა, სად მიდიოდა, უბრალოდ ცდილობდა ეფიქრა, რაიმე პროდუქტიულზე, მაგრამ გული მხოლოდ მამიკოს დაკარგვის შიშზე იყო კონცენტრირებული.

საკმაოდ გრძელი გზის გავლის შემდეგ, როგორც იქნა, ომეგამ ნაცნობ ადგილს მოჰკრა თვალი და მინი ბიბლიოთეკის კარი ჭრიალით შეაღო. დახლთან კი - თავის მეგობარ თეჰიონს მოჰკრა თავი, რომელმაც მეგობრის განადგურებული სახის დანახვაზე, ლამაზი ოთხკუთხედური ღიმილი უმალვ მოიშორა და მეგობრისკენ გაიქცა.
ომეგა მაშინვე მოეხვია ჯიმინს და მხურვალე ჩახუტება აჩუქა მის მკლავებში ახლად ატირებულ ომეგას, თან დამამშვიდებლად უსვამდა ზურგზე ხელს და ფუმფულა თმაზე პაწია კოცნებს უტოვებდა მეგობარს.
როგორც იქნა ჯიმინიმ მეგობრის მკლავებში ქვითინი შეწყვიტა, დასველებული ღაწვები პაწაწინა თითებით შეიმშრალა და თეჰიონის მომლოდინე თვალებს გაუსწორა მზერა.

-ჯიმინ, რა ხდება? - ჩუმად ჩაიჩურჩულა კიმმა, მეგობარი იქვე კუთხეში განთავსებულ რბილ დივანზე ჩამოაჯინა და თავადაც გვერდით მიუჯდა პაკს.

ჯიმინიმ სევდიანად ამოიოხრა, თავი ხელებში ჩარგო და ხმაჩაწყვეტილმა ძლივს გასაგონად ამოთქვა - დედა ცუდადაა, ოპერაცი გაუკეთეს, რომელიც ძალიან ძვირი დაჯდა. გარდა ამისა, ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, რაც კიდევ უფრო მეტ თანხას მოითხოვს. მე... მე კი არაფერი მაქვს. არ ვიცი, რა ვქნა, თეჰიონ... სასწრაფოდ უნდა დავიწყო მუშაობა, მაგრამ სად ვიპოვო ისეთი სამსახური, რომელიც სკოლის მოსწავლე ომეგას აიყვანს? - თეჰიონი დანაღვლიანებული უსმენდა მეგობარს, ყველანაირად ცდილობდა, რაიმე მოეფიქრებინა ჯიმინის დასახმარებლად.

NO CHOICE [ PJM & JJK ]Where stories live. Discover now