უკუნი ღამე ისე სწრაფად მიილია, რომ ერთმანეთის გვერდი-გვერდ მწოლიარე სხეულებმა ვერც კი გაიაზრეს ყოველივე. ომეგა მის სახეზე ურცხვად მოკიაფე მზის პირველი სხივების შეხებამ გამოაფხიზლა. გაზმორებისურთ კი თვალები ნელა დააშორა ერთმანეთს. საბანში უკეთ გაეხვია და გვერდი უმალვ იცვალა. მოჭუტული თვალები კი მოპირდაპირე მხარეს მწოლიარე სხეულის დაკუნთულ მკერდზე გაეყინა. ჯიმინმა უცნაური პეიზაჟის დანახვაზე თვალები უმალვ ჭყიტა და ახლა მზერა მამაკაცის სახეს მიაპყრო. გონებაში ყველა მოგონებამ თავისი ადგილი დაიკავა და გუშინდელი დღის გახსენებისთანავე წამოხტა საწოლიდან, მაგრამ ჯიმინიმ მაჯაზე მსუბუქი მოჭერა იგრძნო, რის შემდეგაც ალფამ ომეგას მსუბუქი სხეული თავის სხეულის ზემოდან მოიქცია. ნაზად გაუღიმა ომეგას და ბოტოტა ხელის გულები ბიჭის ფუმფულა უკანალზე კომფორტულად მოათავსა.
ჯიმინი ალფის თითოეულ შეხებაზე უსიამოვნოდ ცბებოდა, მაგრამ ეს მესაკუთრე შეხებები ამავდროულად თავს დაცულად აგრძნობინებდა. ჯონგუკიმ ერთი მსუბუქი მოქმედებით პაკს ადგილი გაუცვალა და ახლა თავად მოექცა ომეგას ზემოდენ. ყავისფერთმიანს ტანზე მხოლოდ ჯონგუკის რამოდენიმე ზომით დიდი პერანგი ემოსა, რომელსაც ბიჭის ლავიწები სააშკარაოზე გამოჰქონდა. ყორნისფერ თმიანს უჭირდა მის ქვეშ მწოლიარე, ხელოვნების ნიმუშის ყურებაში გართულს რაიმეზე კონცენტრირება და თავის კონტროლი. ერთი სული ჰქონდა, როდის შეიგრძნობდა ამ მოცუცქნული სხეულის თითოეულ მილიმეტრს. ჯიმინი ხმის ამოუღებლად, გაუნძრევლად იწვა ერთ ადგილზე. ლოყები საშინლად ასწითლებოდა, ხოლო მის ფეხებს შორის მოთავსებული ჯეონის გამაგრებული ორგანოს ბარძაყზე შეხებისგან გამოწვეული უცნაური გრძნობის დასაიგნორებლად ქვედა ტუჩზე მტკინვეულად აჭერდა კბილებს. თვალები ნახევრად ღია ჰქონდა. თავისდა გასაკვირად კი ვერანაირ შიშს გრძნობდა. ომეგა ფიქრობდა, რომ თუ ჯონგუკს მასზე ძალის გამოყენება და გაუპატიურება ენდომებოდა ამას გაბრაზებულზე გუშინვე დაასრულებდა ჯეონი. თანაც ალფა გუშინდელთან შედარებით მეტად მშვიდად გამოიყურებოდა. აღარც წითლად უელავდა თვალები და აღარც სიბრაზისგან დაჰბევოდა ვენები ყელზე. ახლა მის თვალებში ვნება იყო, ის ერთადერთი, რომელსაც ალფის მელნის გუბეები მოეცვათ.