თავი 2.

214 18 6
                                    

- ელეე, ელეე, ელუსიიი, გაიღვიძეე - თეკლა და ნიკუშა, ორი საუკეთესო მეგობარი, თავზე მახტებიან ყურში ჩამყვირიან და ორივე მთელი ძალით ცდილობს ბალიშზე მიწებებული თავი ამაწევინონ, ნიკუშა ჩემი და თეკლას ბავშობის მეგობარია, ჩვენ სულ ერთად მოვდიოდით, ბევრ რამეში ვემთხვევით, ხასიათებითაც ძალიან ვეწყობით ამიტომაც არის დღემდე ნიკუშა ჩვენთან ერთად, მეც მათ ვემორჩილები და ორი საათის წინ ჩაძინებული ვიღვიძებ..

- რა ხდება? - მთქნარებით შევყურებ ორივეს და საწოლიდან ვიზლაზნები

- მათეს დაბადებისდღეა დღეს, აგარაკზე იხდის წყნეთში და ყველა იქ ავდივართ - ჩამყვირის თეკლა და თვალებში ჭინკები უხტის, მათე საჯაია - ჩვენთან ერთად სწავლობდა სკოლაშიც და სწავლობს უნივერსიტეტშიც.

- აუ ძალიან მეზარებაააა - ისევ ბალიშზე ვემხობი, თუმცა ორივე იმდენად დიდი ძალისხმევით მთხოვს რომ მათ გავყვე წინააღმდეგობის გაწევის სურვილს ვკარგავ, თეკლა ჩემს კარადაში ძვრება და დანარჩენი დრო მომზადებაში გაგვყავს, მე არ მივეკუთვნები გოგონების იმ კატეგორიას ტონა მაკიაჟით და 10 სანტიმეტრიანი ქუსლიანებით რომ დადიან ამიტომ მაკიაჟის გარეშე მხოლოდ გლოსი წავისვი, თეთრი სარაფანი რომელით იმის მიუხედავად რომ ტანზე მოტკეცილი არ იყო მაინც კვეთდა ჩემს ფორმებს და კეტები ჩავიცვი, სანამ გავემზადეთ წასვლის დროც მოვიდა და მე და თეკლა ნიკუშას მანქანაში თავისუფლად მოვთავსდით და წყნეთის გზას გავუყევით, მათეს აგარაკი სავსე იყო ქარაფშუტა ახალგაზრდებით, მალევე ვპოულობთ ხალხში იუბილარს და ვულოცავთ, ნიკუშა ბიჭებში ირევა მე და თეკლა კი სასმელს ვიღებთ და აუზთან გავდივაღთ როცა ჭაობისფერებს ისევ ვაწყდები, ჯანდაბა ირაკლის აქ რაუნდა..

მე მიყურებს, ისევ მაბნევს მზერით, ჯანდაბა, ნეტა საცოლეც თუ აქ ყავს, ამ ფიქრებისგან თავის გათავისუფლების მიზნით თავს ვაქნევ და ისევ თეკლას ვუბერუნდები რომელიც თურმე რაღაცას მეკითხება

დაბრუნება.Where stories live. Discover now