თავი 10.

247 13 5
                                    

მე და ირაკლი ახლა მესტიის ცენტრში ვართ, ირაკლის მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრი ახლობელი სა ნათესავი ყავს აქ, ახლა სუფრასთან ვზივართ, ირაკლის მამიდაშვილი ცოტნე ჩვენთან ერთად არის მის შეყვარებულთან ერთად, ასევე ჩვეთან ერთად არის ირაკლის მეგობარი ბექა და მისი ცოლი მარიამი, ძალიან კარგად გავუგე და გავიცანი ყველა, წითელ ღვინოს ვსვამდით და ყველაფერზე ვსაუბრობდით.

- ბევრი არ დალიო - ირაკლის ყურში ჩავჩურვულე და ლოყაზე ვაკოცე, ვიგრძენი როგორ გაეცინა.

- ცოლის როლს კარგად ირგებ უკვე. - სიცილით მითხრა მანაც ჩუმად, და მაკოცა.

- ნანასთან მთვრალი ვერ მიგიყვან იცოდე.

- არ მივბრუნდებით დღეს ლატალში. - მითხრა ისევ და მუხლზე თითებით მიმეფერა, რომელსაც მისი ჟაკეტი მიფარავდა, ჰო თბილი თითქმის არაფრრი მქონდა და ირაკლიმ მათხოვა ჟაკეტი.

- აბა სად მივდივართ? - ვკითხე გაკვირვებულმა და ახლა შევხედე, ირონიული ღიმილი ქონდა აკრული სახეზე.

- უშგულში ავდივართ, კოტეჯში ჩემთან, გაჩვენებ რომ წავალთ.

- აუუ, კაი ხო. - მხარზე თავი დავადე და გავყუჩდი.

- წავიდეთ გინდა უკვე? - თავი ამაწევინა და თმა გადამიწია.

- არ ეწყინებათ? - ჩვენ წინ მჯდომ უკვე კარგად შეზარხოშებულებზე ვანიშნე რომლებიც რაღაცაზე კისკისებდნენ.

- ყველაზე, და ყველაფერზე როგორ ფიქრობ გოგო, რა მყავხარ ასეთი კეთილი. - ყბაზე ხელს მკიდებს ირაკლი და ტუჩებზე რბილ კოცნას მიტოვებს, მერე ხელს მკლავზე მხვევს და სკამიდან ერთად ვდგებით და ირაკლი ხალხს ემშვიდობება, უხსნის რომ დაიღალა და ხვალ ისევ ვინახულებთ, გარეთ გამოვდივართ მანქანაში ვსხდებით და ზემოთ ნახსენები კოტეჯისკენ მივდივართ.

ნახევარი საათი დაგვჭირდა რომ დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავით, გადმოვედით მანქანიდან და წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა მთებზე, წვიმაც დაიწყო და გარეთ დიდი ხანი ვერაფრის ნახვა მოვასწარი, მალევე გააღო ირაკლიმ სახლის კარი რომელიც ერთი სართული იყო და ზემოთ სხვენის ოთახში მხოლოდ საძინებელი, შევედით, შუქები აანთო, ისეთი თბილი გარემო იყო, ხის კოტეჯი, პატარა სამზარეულო, ლამაზი ავეჯი, მეორე სართულის საძინებელი იყო საოცრება, ფუმფულა საწოლი და საწოლიდან მთლიანი კედელი ფანჯარა, ხედი ულამაზეს მთებზე, წვიმა კიდევ უფრო საოცარს ხდიდა აურას და უფრო რომანტიული ხდებოდა.

დაბრუნება.Where stories live. Discover now