8

44 6 1
                                    

-ჩვენ..
-ერთად ვართ.

დაიწყო ვიკამ და ჯონგუკმა დაასრულა.

წამის მეასედში მოყვა ფანების კომენტარები და ლაივის ნახვებმა საგრძნობლად მოიმატა.

ზოგი კიოდა ბედნიერებისგან, ზოგს გული სწყდებოდა რომ ჯონგუკი მარტო აღარ იყოო, ზოგი კი ჯერ კიდევ შოკისგან კომენტარს ვეღარ წერდა, ასე ჩაიარა დღევანდელმა ლაივმა, ფანებმა მათი ურთიერთობა დადებითად შეაფასეს და მიიღეს.

ვიკას და ჯონგუკს ეს ყოველივე ძალიაან გაუხარდათ, რამდენიმე დღე ბედნიერი სახეებით დადიოდნენ, ბოლოს ისევ ბევრმა საქმემ იჩინა თავი და გადატვირთული გრაფიკოს გამო იმდენად ხშირად ვერ საუბრობდნენ როგორც ადრე.

ბოლოს როგორც იქნა დიდხნიანი შრომის შედეგად მიხვდნენ რომ ძალიან გადამწვარი წყვილი მუშაობოსგან უნდა დაესვენებინათ და 2 კვორიანი შვებულებაც მისცეს, როგორც მათ ასევე ჯეიმსს და ზოის.

ვიკა და ჯონგუკი ჯონგუკის სახლში იყვნენ, ხოლო ჯეიმსი და ზოი ვიკას სახლში იმყოფებოდნენ..

ამ 2 კვირაში ისეთი რამეები მოხდაა, ვერც აგიღწერთ.

აღმოჩნდა რომ ვიკა 1 თვის ორსული იყო, ამას კი ჯონგუკს ჯერ ვერ ეუბნებოდა, ზოიმ იცოდა მხოლოდ, რადგან იმ მომენტს ის შეესწრო როცა ექიმთან წავიდა ვიკა.

ცდილობდნენ ცოტა დაელაგებინათ სიტუაცია და სანამ ეს არდადეგები დასრულდებოდა ყველაფერი გაემხილათ, 2 კვირის მიწურულს კი სანამ მეორე დღეს სამსახურში წავიდოდნენ ისევ საღამო მოაწყვეს სადაც სასმელები, ჩიფსები, ფილმები და ათასი რამ იქნებოდა ორსულობის ჩათვლით ჰიჰიი.

ვიკამ და ზოიმ ყველაფერი მოამზადეს, ჯონგუკი ცოტახანს გზაზე შეყოვნდა, მისი შეყვარებულისთვის ტიტებს ყიდულობდა რომ საღამო გაელამაზებინა, პატარა ტორტიც იყიდა გზად რადგან მოუნდა და ვიკას სახლისკენ გაემართა.

ჯეიმსიც მალევე მივიდა და ეს ოთხეულიც შეიკრიბა, ძალიან დაახლოვდნენ ამ მცირე პერიოდში ოთხივე, რაც ძალიან სასიხარულო იყო.

მოდელიWhere stories live. Discover now