მზე, მზე, მზე, მზე, მზე და მზე. მზე მიყვარს ისე როგორც კითხვა, მზე მიყვარს ისე როგორც ყოველი დღე, მზე მიყვარს ისე როგორც ძილი.
- ემჯი გაიღვიძე დროა წავიდეთ! - დედა პირდაპირ ყურში ჩამყვირის და ფარდებს იქით აქით წევს რომ მზემ შემოანათოს.
- დედა კარგი რაა. - თავს ვწევ ხელით კი შუბლს ვაწვალებ, ნელ ნელა თვალებს ვახელ და ვხედავ როგორ ანათებს კაშკაშა მზე ჩემი ოთახის ფანჯრიდან მოპირდაპირე კედელს როგორ ანათებს და ფანჯრის სილუეტს ისე ალამაზებს.
- მიდი, თანაც დღეს ახალი მეზობლები გადმოდიან მოპირდაპირე სახლში - წარბები მაღლა და მხიარული ღიმილით მითხრა დედამ.
- დედა დაფიქრებულხარ? რამდენად ბევრს ნიშნავს მზე? მის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია. - თვალებ დახუჭული ზაფხულის სურნელით ვტკბებოდი.
- გოგო ამის დროა ეხლა? წამოდი ექიმთან დავაგვიანებთ.
- დედა ხომ გითხარი დღეს უკეთ ვარ აღარ მაქვს სიცხე. - ჩემი რეაქცია *მკიდია*-ს გავდა.
- წუხელ თვალი არ მომიხუჭავს, იცი მაინც როგორ ვინერვიულე? მინდა კონტროლზე წაგიყვანო, სიცხე არასდროს გგქონია, არ ვიცი ახლა ეს საიდან მოვიდა - დედა ჩემს საწოლზე ჩამოჯდა ხელი ჩამკიდა და მშვიდად ამიხსნა ყველაფერი.
- კარგი დედა.
მოვემზადე, დედა დაბლა მელოდებოდა, ჩავედი, უკვე კარებთან იდგა და მობეზრებით მელოდებოდა.
- შეიძლება ადამიანს ამდენი ხანი დასჭირდეს მოსამზადებლად? ნახევარი საათია გელოდები შვილო.
- კარგი დედა ნუ აჭარბებ წავედით უკვე.
გარეთ გავედით, დედამ კარი გასაღებით ჩაკეტა. ჩვენს გვერდით დიდი სახლი ახალი დაცლილი იყო მისი მეპატრონე სამი დღის წინ გადავიდა და როგორც ჩანს სახლი სხვა ოჯახს მიყიდა. მანქანა იყო გაჩერებული სახლთან და ქერათმიანი დედას ასაკის ქალი ნივთებს ალაგებდა მანქანიდან. დედა მიუახლოვდა რომ გაეცნო მე ცოტათი მოშორებით დავდექი, რადგან არ მიყვარს უცხო ხალხთან საუბარი.
YOU ARE READING
შუა ღამის მზე
Romanceის ძალიან ლამაზი გოგონაა და უყვარს მზე, მაგრამ ერთ დღესაც ექიმი ეტყვის რომ თუ ის მეორედ მზეს შეხედავს მხედველობვას დაკარგავს ან უარეს შემთხვევაში მოკვდება. ამიტომ ის მხოლოდ ღამით გამოდის გარეთ, ერთ დღესაც გაიცნობს ბიჭს და მისი ცხოვრება მთლიანად შეიც...