თავი¹

240 35 32
                                    

2004 წელი. 10 იანვარი.


ციდან თოვლის დიდი ფანტელები ცვიოდა, ღამის მთავარ სილამაზეს, მთვარეს ნაცრისფერი ღრუბლები ფარავდა, ისეთი სიცივე იყო, ძვლებსაც კი ყინავდა...

გადათეთრებულ ასფალტზე პატარა ბიჭი მიაბიჯებს, თოვლით მოფენილ ქუჩაში, მისი სისხლიანი სამოსი მკვეთრად ჩანს, ცხელი ცრემლები სცვივა თვალებიდან, რომელიც ლოყებს სწვავს. წითელ ნაკვალევს ტოვებს თოვლზე, სისხლით გაჟღენთილი ბათინკებით.

გარშემო არავინაა, მხოლოდ პატარა ბიჭი, რომელსაც თავისი ოჯახის სისხლი მიხმობია ზედ.

კანკალებს, მაგრამ არა სიცივისგან, არამედ შიშისგან, ტკივილისგან და უიმედობისგან. რამდნიმე წუთის წინ, მშობლების და და-ძმის ცხედრებთან იყო ჩამუხლული, მათ ცხედრებს ეფერებოდა და დასტიროდა... ბოლო სიტყვები, რაც მან გაიგო მკვლელისგან, " გაიქეცი, იმდენად სწრაფად, რომ ვერ გიპოვო. თუ დაგიჭერ, შენც მათსავით მოკვდები!" - იყო.

რა უნდა გაეკეთებინა? ჯერ კიდევ რვა წლის ჰოსოკს, იმდენად ეშინოდა, რომ მაშინვე გაიქცა. სუფთა ჰაერზეც კი სულიც ეხუთებოდა, სიმწრის ცრემლებით უსველდებოდა სახე და ლამობდა ვინმე დახმარებოდა...

2024 წელი, 10 აგვისტო.

ახლა უკვე 28 წლის ჰოსოკი, თავისი უზარმაზარი ვილის წინ, ბალახზე ზის და ვარსკვლავებს შესცქერის. განვლილ წლებს იხსენებს და სევდიანდება. ვერცერთი ადამიანი ვერ გადალახავდა იმას, რაც მან გადალახა. ცხოვრებამ საუკუნო ტანჯვისთვის გაწირა, მხრებზე შურისძიების ტვირთი და წყურვილი აჰკიდა, რომელიც არაფრით ნელდებოდა.

სიცოცხლე აღარაფრად უღირდა, მხოლოდ ერთი მოტივი ამოძრავებდა, მოეკლა თავისი ოჯახის მკვლელი. მხოლოდ მაშინ მიეცემოდა სიმშვიდეს, მაშინ განთავისუფლდებოდა ამ ტვირთისგან.

ადამიანებს გვიყვარს, როდესაც ბედნიერ მოგონებებს ვიხსენებთ, თუმცა მის ცხოვრებაში ასეთი არაფერი იყო... წელიწად ნახევარი ქუჩაში ცხოვრობდა, თავის გატანა უწევდა, შემდეგ ბავშვთა სახლში და არასრულწლოვანთა კოლონიაში, ბოლოს კი ისეთ ცხოვრებას შეება, რომლიდანაც თავის დაღწევა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეიძლებოდა.

REVENGE (შეჩერებული)Where stories live. Discover now