Dalla schiuma del mare

17 2 7
                                    

პერსივალი...

ეს ოთხ-მარცვლიანი სიტყვაა, აგერ, ლამის ორი წელია, მოსვენებას აღარ მაძლევს და ხანდახან, კოშმარებში, დემონის სახით მაჩვენებს თავს.

არადა, ზღვის ქაფიდან გაჩენილს წააგავს, ოღონდ, ალუბლის ტკბილი სუნი დაჰკრავს და საზაფხულო, შავი ღვინოსავით მათრობელაა. ხორბლისფერი კანი ისეთი ნაზი აქვს, ნარჩევი აბრეშუმიც კი სირცხვილით რომ დაიწვება. თვალებში, იმ მწვანე თვალებში, თუ ჩახედე... მოგაჯადოებს, როგორც სირინოზი და იქ წაგიყვანს, საიდანაც უკან არავინ დაბრუნებულა.

ნეტავი, სადმე, პასკალე შემხვდებოდეს, პერსივალის გაჩენისთვის მადლობა რომ შევწირო.

ენით გამოუთქმელი სითამამისა და სითავხედის პატრონი იყო ჩემი პერ-სი-ვა-ლი, რამდენიმე წლით უფროსი, ამაყი, უხეში, უკარება, საძაგელი. მონაკოში რომ იცის ნაშუადღევს მცხუნვარე მზე, აი, ისე იკბინებოდა. სხვებისთვის შეუმჩნეველი, ჩუმი, ოშეხებით უყვარდა ჩემი გაბრაზება.

მონაკოში დავბრუნდებოდე და, სულსაც გავყიდდი. ღამით, ხმელთაშუა ზღვის ტალღები რა სინაზითაც ეხეთქებიან სანაპიროს კლდეებს, ისეთი სისათუთით უყვარდა მოლამუნება. მარტო რომ დამიგულებდა, ჩემი პერსივალი, ფაიფურზე უფრო ნაზად მეპყრობოდა.

ისევ იქაა, სადაც დავტოვე. მონაკოში. ალბათ, აღარც მელოდება. შეიძლება, სხვა ვიტორია იპოვა. მე ისევ ტრეკს მივუყვები, წრეებზე...
-The (drunk) Red Baron

Uomo in riva al mareWhere stories live. Discover now