თინეიჯერობა,ეს არის პერიოდი რომელიც ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.
ვარდისფერიდან გადავდივართ შავზე,წითელზე,მწვანეზე.
სიმართლე რომ გითხრათ ჩემი თინეიჯერობა ძალზედ კარგია ვინაიდან მე არ მქონია ხასიათის მკვეთრი ცვლილება თუმცა ძალიან დიდი ჰორმონალური გარდატეხა განვიცადე.
საპირისპირო სქესმა საკმაოდ მიმიზიდა თუმცა არასდროს ვყოფილვარ ურთიერთობაში,არადა რომ დაუკვირდე არც ტანი მაკლია არც სახე და არც სიმაღლე თუმცა ისიც მართალია რომ ჩემი ხასიათი არის ძალიან მომაბეზრებელი ნუ მე ასე ვფიქრობ.ჩემი ტკბილი სიზმრის მერე ძალას ვიკრებ და საწოლიდან ვდგები,ქვევიდან დედაჩემის და ბებიაჩემის ხმა ისმის თუ როგორ ექაქანებიან ჩემს ძმას იმაზე რომ უკვე 25 წლისაა და ცოლი უნდა მოიყვანოს,ყოველი დილა ამით იწყება.
ჩემი ძმა საბა ჩემზე 8 წლით უფროსია,დიდად მასთან ურთიერთობა არ მაქვს ვინაიდა სახლში არასდროსაა და ყოველთვის მუშაობს,ალბათ მისი ნება რომ იყოს აქ არც მოვიდოდა თუმცა ბებიას და დედას გადამკიდე საქმე კიდე კარგად აქვს.
ქვემოთ ჩავედი ბებიაჩემის დამცხვარი ლობიანი ყბაში ვიტაკე და ჩემს ოთახში ავვარდი ისევ,კარადა გამოვაღე ხელში რაც მომხვდა ავიღე და აბაზანაში შევვარდი.დღეს რატომღაც ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი.სახლის კარი გამოვაღე უკნიდან დედაჩემის ხათუნას ხმა მომესმა მოფერებით ხათოსაც ვეძახით.
-ვიკა,ჩანთა დაგრჩა!_უკან ვიხედები და მართლაც ვგრძნობ რომ ჩემს ბეჭებზე არავითარი ჩანთა არ კიდია.
ჩემს ჩანთას ვეცი და კარისკენ წავედი ამ დროს კი ისევ დედას ხმა გავიგე.
-ვიკა,ჩუსტებით სკოლაში სიარული ახალი ტრენდია?_ჩემს ფეხებ დავხედე და ჩუსტები მეცვა. ჩანთა ისევ მდივანე მივაგდე და ჩემს ოთახში ავვარდი. როგორც კი ფეხსე გამოვიცვალე ქვევით ჩავედი კარი გავაღე და სკოლის გზას დავადექი. ზუსტად 3 წუთში ისევ სახში დავბრუნდი და კარი მობეზრებული სახით გავაღე.
YOU ARE READING
ბნელი შუქურა💫BLINDING LIGHTS
Romance💫💫💫 -შენი სურნელი მკლავს-მითხრა და თმა ყურს უკან ნაზად გადამიწია...