7

38 5 6
                                    

დილა მშვიდობისა!- კიბეებზე ჩამომავალი სორა მიესალმა თავის ძმას.

- დილა მშვიდობისა!

- რას აკეთებ?- ჰკითხა გაკვირვებულმა გოგონამ

- საუზმეს!

- საუზმეს?- ჰკითხა სიცილით სორამ.- როდის მერე შეგიძლია საჭმლის მომზადება თეჰიონ? როგორც ჩანს რაც ახალ სახლში გადახვედი მის შემდეგ გაუგე სამზარეულოს გემო. დიდი იმედი მაქვს არ მოვიწამლები!

- თუ ჩემი მომზადებული საჭმლის ჭამა არ გინდა თავად მოამზადე!!

- კარგი, კარგი! ამ ერთხელ გავსინჯავ ჩემი ძმის მომზადებულ "საწამლავს"!- ისევ სიცილით უთხრა სორამ.

-დილა მშვიდობისა.- კიბეებზე ჩამოვიდა სემირა.

- სემირა კარგად გეძინა?- ჰკითხა სორამ.

- კი, მშვენივრად მეძინა- სემირამ თეჰიონს შეხედა და ისე უპასუხა გოგონას.

- ძალიან კარგი. ჩემი ძმა თავის ჭკუაში საუზმეს გვიმზადებს და აბა გავუსინჯოთ როგორი გამოუვა.- სიცილით თქვა სორამ.

სემირა უემოციოდ დაჯდა სკამზე და საუზმეს ელოდებოდა რა დროსაც ტელეფონმა დაურეკა.

- გისმენ ჰიუნ.

- როგორ ხარ სემი?

- კარგად.

- მომისმინე, მე მოგაკითხავ მაგ შენი მეგობრის აგარაკზე და წაგიყვან სახლში.

- არა ჰიუნ, საჭირო არაა, მე თვითონ წამოვალ.

- სემირა, ნუ ჯიუტობ და მითხარი მისამართი.

- ჰიუნჯინ, მართლა არ არის საჭირო აქ მოსვლა ერთად წამოვალთ მე და ჩემი მეგობრები.

- სემი, მითხარი, თან საჩუქარი მაქვს შენთვის.

- მართლა? საჩუქარი? რა არის?

- ვიცოდი რომ ისევ ისე გაგიხარდებოდა როგორც პატარაობაში გიხაროდა ხოლმე- ტელეფონში ჩაიცინა ჰიუნჯინმა.- სიურპრიზია!

- აუუ, მაინტერესებს მითხარი რაა!!- წუწუნებდა გოგონა.

- სიურპრიზია-თქო! მითხარი მისამართი, მოვალ და წამოგიყვან.

რა არის ბედნიერება?!Where stories live. Discover now