*27 აგვისტო 1997 წელი*
მთელი დღე სახლში ვიყავი, არსად გავსულვარ სააბაზანოს ფანჯარას ვერავინ მომაშორა, მიყვარს იქ მოწევა. დღეს ყველანაირად უცნაური დღე იყო. ჩემმა ძმამ 5 ჯერ მაინც მკითხა რამე წერილი იყო თუ არა მის ან ჩემს სახელზე მოსული. ვერ მივხვდი რატომ მაგრამ მკიდია.
ჩემი ცხოვრება მარტივია სკოლა, სახლი, სკოლა, სახლი და ასე გრძელდება ციკლი.
ეს არდადეგები როგორც ყოველთვის ძალიან სწრაფად გავიდა ნორმალურად ვერაფერი მოვასწარი. ფანჯარასთან ფრთხილად უნდა ვიყო ყოველთვის რომ ვინმემ არ დამინახოს. აქ მოწევა გოგონებში ცოტა ისეთი თემაა.მგონი ჯობია თავი აგიღწეროთ.
ვიკა 16 წლის, არაფრით განსხვავებული. ქერა თმით და ნაცრისფერი თვალებით რომელიც მგონი ქამელეონია არვიცი. მყავს თუ არა შეყვარებული? არა და არც მინდა. მეგობრები? კი მაგრამ ჩემთვის არც ისე ძვირფასები არიან, ეს ჩემი ბრალი არ არის უბრალოდ ჩემს ფსიქიკას დააბრალეთ. მარტივად ვუმეგობრდები ხალს, ზედმეტად პირდაპირი ვარ.
მუსიკისთვის კასეტა ამოვიღე და ჩემი ერთ ერთი საყვარელი მუსიკა ჩავრთე. "Dont speak"
ბოლო ხმაზე მქონდა ჩართული. კარებზე კაკუნი რომ გავიგე მაშინვე გავთიშე.
- ვიკა, გამოდი მალე შენთან სალაპარაკო მაქვს. ჩემი ძმა იყო, მხოლოდ 6 წლითაა ჩემზე უფროსი.
- ჩავიცმევ და გამოვალ.
უცბად გადავიცვი გრძელი მაისური და ჯინსის მოკლე შორტი ამოვიცვი.- რახდება?
- ახალ სკოლაში გადადიხარ. მტკიცედ მიპასუხა (ლეომ).
- რაატო? გაკვირვებულმა ვიკითხე.
- იმიტომ, უბრალოდ ეს ცოტა სხვანაირი სკოლაა. (ლეო)
- ჯადოქრებისთვისაა. (ლეო)
უცბად სიცილისგან გადავყირავდი.
- ვიკა სერიოზულად გეუბნები. ალბათ ბევრი რამე არიცი ჩვენზე და ჩვენს ოჯახზე. (ლეო)
- ლეო გეხვეწები მითხარი რა უნდა ვიცოდე, გამწარებული ვიცინოდი. ხო არ გაგიჟდი დედასავით?
ლეომ უეცრად ხელი დამიჭირა და გამომაფხიზლა.
- ვიკა წესიერად მესაუბრე. (ლეო)
მკაცრი ტონი მიბრძანა ასე რომ ვთქვათ. ლეო ესეთი არასდროს მინახავს.
- მომისმინე, დედა არ იყო გიჟი იგი ჯადოქარი იყო, ხალხმა "ჩვეულებრივმა" ხალხმა ამ ყველაფრის შესახებ, რომ გაიგო გიჟად ჩათვალა დედა. მინახავს მისი "მაგია" სრულებოთ რეალურია. ახლახანს მივიღე წერილი რომელიც "ჰოგვარტში" გიწვევს 6 წლიდან შეძლებ გაგრძელებას. 18 ის რომ გახდები შეძლებ გადაწყვიტო რა გირჩევნია. (ლეო)
გაშტერებული ვუყურებდი ვერ ვხვდებოდი ჩემმა ძმამ გააფრინა თუ მეძინა.