"1 სექტემბერი 1997 წელი"
*ლეო*
ვიკა გავუშვი, ახლა მხოლოდ ის დამრჩენოდა, რომ დედაჩემი მეპოვა. ვოლდემორტმა ჩემს შესახებ ჯობია გაიგოს ვიდრე ვიკას. სახლს საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი, არდადეგებზე ვიკას დასჭირდება ამიტომ ჯობია ბიძაჩემთან წავიდე. კიდევ ერთი გაუნტი რომელის შესახებაც ვოლდემორტმა არ იცის. მამაჩემის ძმა. ვიკას ნორმალურად ვერც დავემშვიდობე, მაგრამ იმედი მაქვს სნეიპი მიხედავს. სასწრაფოდ ჰანგლეტონში უნდა წავსულიყავი. გაუნტების რეზიდენცია იყო სადაც ვოლდემორტისგან იმალებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ბიძაჩემი იყო ცოცხალი.
მანქანიდან გადმოვედი, მხოლოდ დანგრეული სახლი ჩანდა, შელოცვით იყო დაფარული. შიგნით როგორც კი შევედი "გაუნტების" ნახატი შევამჩნიე. მაშინვე მივხვდი რაც უნდა მექნა. ჩემი სახელი და გვარი ვიპოვე და მას შევეხე, შელოცვაც მაშინვე მოიხსნა. დაბლა ჩავედი, ბიძაჩემი მაგიდასთან იჯდა. საშინელი სახე ჰქონდა, თითქოს რამდენიმე დღე არ სძინებიაო.
ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
- ნიკოლას.. მე თქვენი ძმის შვილი ვარ ალბათ გახსოვართ. ლეო.
სკამიდან უეცრად წამოდგა და კიდელს ზურგით მიმაჯახა, ხელზე ჰქონდა ხელი მოკიდებული.
- ვინმემ დაგინახა?! ვინ ხარ?! ვინ გამოგზავნა?! (ნიკოლას)
იმდენი კითხვა მომაყარა დავიბენი.
- არა, არა მე ვარ თქვენი ძმის შვილი, თქვენთან სალაპარაკო მაქვს. ვცდილობდი დამემშვიდებინა, მაგრამ ამაოდ.
რამდენიმე წუთის შემდეგ გაანალიზა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა.
- ლეო? გავიგე მამაშენს რაც დაემართა.. (ნიკოლას)
- ეგ დიდი ხნის წინათ იყო.
- ჩემ დას შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს ნიკოლას.. ჰოგვარტში გავუშვი.
- შენი და ჰოგვარტში უსაფრთხოდ იქნება, მაგრამ აი შენ.. (ნიკოლას)
- დედაჩემი უნდა ვიპოვო ნიკოლას.
სახე შეეცვალა.
- აქ იყო მოსული.. მაშინებდა, მაშანტაჟებდა..(ნიკოლას)
- რანაირად გადარჩი?
- იცოდა, რომ აქ ოდესღაც მოხვიდოდით. (ნიკოლას) შემზარავი სახით გაიცინა.