1 - The Creator's Dilemma

7 1 0
                                    

......
" ამ დრომდე რთულ მდგომარეობაშია თამაშის ბედი, ყოველ დღე მიწევს მასში აღმოცენებული შეცდომების წამსვე აღმოფხვრა. ადრეც გვქონდა რაღაც მცირე კოდური დაშვებები, მაგრამ არა ასე ხშირად და ასე თვალნათლივ. უკვე არაერთი თვეა ვცდილობ, მაგრამ ვერ ვახერხებ მის გამოქვეყნებას. კომპანია კი დაფინანსების შეწყვეტით მემუქრება რაც რასაკვირველია ამ უნიკალური პროგრამის სრულიად წაშლას გამოიწვევს. მისი წაშლა კი - თითოეული პერსონაჟის სამუდამოდ გაქრობას. "
......

ეიჯი ნაკამურა - 25 წლის ახალგაზრდა ტოკიოდან, იაპონია. ცნობილი თავისი მაღალი ინტელექტითა და შეუდარებელი კრეატიულობით.

ეიჯი ბავშვობიდან გატაცებული იყო ტექნოლოგიით. მისი მოგზაურობა პროგრამირების სამყაროში დაიწყო მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

თინეიჯერობისას ეიჯი უკვე სრულად იყო დაუფლებული პროგრამირების მრავალ ენას და მანვე შექმნა პატარა, მაგრამ შთამბეჭდავი აპლიკაციები.

თუმცა - ამ ყოველივეს მიუხედავად, ეიჯი არ იყო კმაყოფილი საკუთარი შემოქმედებით. მას ჰქონდა ხედვა, სურვილი შეექმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასოდეს არავის შეუქმნია.

მას სურდა აეშენებინა ვირტუალური სამყარო, რომელიც არ იყო მხოლოდ თამაში/პროგრამა, არამედ ალტერნატიული რეალობა - ადგილი, სადაც ბუნდოვანი იყო ზღვარი რეალურ სამყაროსა და ციფრულ სამყაროს შორის.

სწორედ მისმა ამბიციებმა აიძულეს იგი, შეემუშავებინა რევოლუციური პროგრამა. ეს უფრო მეტი იყო ვიდრე თამაში. ეს იყო მთელი სამყარო თავისი წესებით, ფიზიკითა და შესაძლებლობებით. თითოეული პერსონაჟისთვის გაწერა "ცხოვრების ხაზი", როლი.

რათქმაუნდა მათ გარკვეული თავისუფლებაც ჰქონდათ: შეეძლოთ რაც უნდოდათ ის ჩაეცვათ, ეჭამათ, ჰქონოდათ ჰობი, საქმიანობა, შეექმნათ პატარ-პატარა ოჯახები და ასე შემდეგ... თუმცა ვერასდროს გადაუხვევდნენ იმ მთავარი როლიდან, ბედისწერიდან - რასაც შემქმნელი შთააგონებდა წინასწარ გაწერილი სცენარს მეშვეობით. ისინი წესით ვერასდროს გახდებოდნენ სრულიად თავის-უფალნი... დღემდე.... აი დღეს კი ამას ნამდვილად ვეღარ ვიტყვით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: a day ago ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ნაქსოვი ბილიკები/Woven pathsWhere stories live. Discover now