ხანხადან ხდება ისე, რომ რაღაც გინდა, მაგრამ არ იცი რა გინდა. ტყუილს ნუ იტყვით, არ მითხრათ არ გამომიცდიაო, ვიცი ყველას ექნება გამონაცდელი, მაგრამ ყველაზე საშინელება მაინც ის არის, რომ არ იცი ამ დროს რა გაგახარებს, რა დაგატკბობს და რა პირიქით, გაგამწარებს. სწორედ ასეთ ხასიათზე იყო იზი თავისი სამსახურის პირველ დღეს. გოგონა ბოლთას სცემდა, დადიოდა უაზროდ, საქმეც არაფერი იყო... პოლიციაში მთელი კვირაა არავის დაურეკავს, არადა უამრავი საშინელება ხდებოდა ქუჩებში, უბრალოდ ხალხს ამის დრო და თავი არა ჰქონდათ.
"არა, უეჭველად რაღაც ხდება... ვერ ვისვენებ, ჯობია რამის დასალევად მაინც წავიდე" ოხ როგორ მესმის იზის!.. როგორია, აბა როცა 24/7 სამსახურში ზიხარ და საქმეც არაფერი გაქვს, იმ 1000 დოლარსაც თვეში უქმად იღებ... აი ნამდვილი კოშმარია...
"უფროსო, შეიძლება ცოტა ხნით გავიდე?" ისევ "მორიდებით" უთხრა უფროსს...
"რა თქმა უნდა... პრინციპში, შეგიძლია დღეს დაისვენო... მაინც არ გვაქვს საქმე "
"კარგით, მადლობა..." გაღიზიანებული ხმით მიუგო იზიმ და იქაურობა ჩქარი ნაბიჯით დატოვა.
უცებ თავში ერთმა აზრმა გაუელვა. რა მოხდება, თუ მაფიოზების ქუჩაზე, კაფეში წავა და ჩუმად უთვალთვალებს? მართლაც, რომ საოცარი იდეაა. თან ასე მათ გამოჭერასაც შეძლებს და შეიძლება დააწინაურონ კიდეც. გოგონას ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია. გადაუხვია და მაფიის ქუჩის თავთან ახლოს მდებარე რესტორანში შევიდა.
ალბათ ძალიან გაინტერესებთ, თუ როგორი იყო ეს რესტორანი. სხვათა შორის უფრო უკეთესს ნებისმიერ ქუჩაზე ნახავდით. ის კი არა მაფიისთვის ზედმეტად პატარაც კი იყო. მოკლედ აქ ნახავდით გარეთ გამოწყობილ ორ დიდ, მრგვალ მაგიდას ქოლგებით, შიგნით უზარმაზარი ჭაღი ეკიდა, მაგრამ სულ ტყუილად, ათი ნათურიდან მხოლოდ სამჯ ბჟუტავდა. კარადები ოთახის კუთხეებში მტვრიანი, არანაირი მენიუ და ყველაზე უარესი... შიგნით ისეთი სუნი იდგა, გეგონებოდა ათასი ვირთხა მოეკლათ და მათგან კარტოფილის ან პამიდვრის წვნიანი გაეკეთებინოთ. ერთი სიტყვით ის არ იყო, რასაც მოელოდა. თავი მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი კოუბოი ეგონა, რომელსაც ხელი სათოფესზე აქვს მომარჯვებული და ელოდება სწორ დროს, რომ გაისროლოს.
YOU ARE READING
ეცადე არ შემიყვარო | 𝙩𝙧𝙮 𝙣𝙤𝙩 𝙩𝙤 𝙡𝙤𝙫𝙚 𝙢𝙚
Ngẫu nhiên"არ გინდა თამაში... ყველაფერი ნათელია" "რა არის ნათელი? შენც სხვებივით სულელი ყოფილხარ" "მაშ როგორ მივხვდებოდი, რომ შენც შეგაყვარე თავი?" | TW | #𝑙𝑜𝑣𝑒𝑠𝑡𝑜𝑟𝑦 #ℎ𝑜𝑡𝑙𝑖𝑛𝑒𝑠 #𝑔𝑒𝑜𝑟𝑔𝑖𝑎𝑛𝑑𝑟𝑎𝑚𝑎 #𝑜𝑔 #𝑚𝑎𝑓𝑖𝑎 ⋆˚。⋆୨✧୧˚ 𝒚𝒐�...