შუაღამით იზაბელა უცნაურმა ფხაკურმა გამოაფხიზლა. თავი შეხვეული ჰქონდა და მის ფეხებთან ვიღაც იჯდა.
„როგორც იქნა გაიღვიძე!" ვიღაც სიმპატიური ბიჭი მას მიმართავდა. იზი კარგად დაფიქრდა, რომ გაეხსენებინა უკანასკნელი მოვლენები, მაგრამ უშედეგოდ. რთულია, ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში საღად დაიწყო ფიქრი.
„ვ...ვინ ხარ? რა გ...გინდა ჩემგან?" გოგონა შიშისაგან აკანკალდა, და სიტყვები ძლივს წარმოთქვა.
„მისმინე... იზაბელა... მე შენთან არაფერი მესაქმება და არც არაფერი მინდა, ეს მამაჩემს უნდა შენი მოკვლა... მე კი შემიძლია აქედან გაგაპარო... ნუ თუ რა თქმა უნდა მოისურვებ" - ბიჭი გაიზმორა და გოგონას დააკვირდა. მას თვალში ეცა მისი ლამაზი თვალები და ჩამოვარდნილი თმები, რომელიც თითქმის მთელ სახეს უფარავდა. ბიჭს მოეწონა მისი შიშით სავსე გამოხედვა, ის სხვანაირი იყო... ყველასგან განსხვავებული...
"და რატომ უნდა გენდო... შენც ხომ მაფია ხარ?" -ბიჭმა ჩაიცინა...
"იმიტომ, რომ სხვა გზა არ გაქვს... ან მე მომყვები, ან კვდები..."
"ჯანდაბა... მართალია, მაგრამ როგორ უნდა ვენდო... ის ხომ ერთ-ერთი მათგანია... რა ვქნა... მიდი იზი იფიქრე..." გოგონა ფიქრებით მოცულიყო, თან ეშინოდა, მაგრამ რაღაცნაირად სჯეროდა უცნობის...
"რა გაეწყობა, თუ სიკვდილი გინდა... შენი ნებაა..."
"არა, გჩერდი... გამოგყვები"
"მშვენიერი... ისე, ხო... მე დანიელი ვარ..."
"იზაბელა"
"კარგი... ახლა კი გამომყევი"
იზი წამოდგა. ცოტა წაბორძიკდა, მაგრამ დანიელმა ხელი შეაშველა... და ასე გაუდგა ორი ახალგაზრდა ხიფათებით მოცულ გზას შინისაკენ...
სულ მალე სამშვიდობოს იყვნენ გამოსულნი. გოგონა აღშფოთებული და დაბნეული იყო მომხდარით. თან უნდოდა ეკითხა, თუ რა მოხდა... მაგრამ აბა როგორ გაბედავდა... მისთვის ისიც, კი საჩუქარი იყო, რომ ცოცხლად გადარჩა...
"იცი, შემიძლია სახლამდეც მიგაცილო... ახლა სახიფათოა ქუჩაში მარტო სიარული"
იზი ცოტათი დაფიქრდა... განა სახიფათო არ არის, როდესაც მაფიოზმა შენი სახლი იცის? იქნებ ეს მახე იყო... მაგრამ გული სხვას კარნახობდა... თითქოს გულმა უკეთ იცოდა ყველაფერი... არასდროს დაუფლებია ასეთი შეგრძნება... ეს არ იყო უბრალოდ მადლიერება, ეს იყო რაღაც უიფრო დიდი... დიადი... ენით აღუწერელი გრძნობა...
"ჰა, რას იტყვი?"
"კარგი, ასე იყოს..."
და ისინი გაუდგნენ იზაბელას სახლისაკენ მიმავალ გზას... რა იქნება შემდეგ? სადამდე მიიყვანს ასეთი დაუდევრობა... როგორღა დაემალება მაფიას ან სად წავა, რომ წავიდეს... რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი... რა იცის რა მოხდება მერე... რად უნდოდა, განა კი ღირდა ეს კონფლიქტი , განა ღირდა მაფიის გადამტერება? მაგრამ არა... ის თავს დაცულად გრძნობს... შინაგანი ხმა კარნახობს, რომ დანიელისაგან კარგს უნდა მოელოდეს... ნეტავ დანიელი რას ფიქრობდა ამ დროს...
"აი, მოვედით... მადლობა, რომ გადამარჩინე მე..."
"არაა საშჭირო... უკვე საკმარისი სისხლი დაიღვარა, თან შენნაირი ლამაზი გოგოს ტანჯვა არ მინდოდა"
"მჰჰმ..."
"კარგი, აბა წავედი... ხვალ შემოგივლი, და ხო ყველაზე მთავარი... არსად წამოგცდეს, რაც გავაკეთე... გასაგებია?"
"დია..." სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო იზიმ, რომ დანიელი გაუჩინარდა... კარი ცხვირწინ მიახურინა და გაქრა...
𝐼𝑧𝑎𝑏𝑒𝑙𝑙𝑎'𝑠 𝑝𝑜𝑤
"ეს რა იყო... ძალიან უცნაურია... მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, არადა... არადა უნდა მძულდეს. მერე რა, რომ გადამარჩინა... ისიც მათნაირია, გამომიყენებს და მიმაგდებს... მერე ვის რაღად უნდა მისი სილამაზე და ნდობა... ვიცი, რომ ტყუილად არ გადავურჩენივარ... ოხ, ეგ... საშინელი ადამიანია... საშინლად სიმპატიური, მაგრამ საზარელია... არა, აუცილებლად უნდა დავივიწყო, მაგრამ მან თქვა, რომ ხვალ გამომივლიდა... თუმცა არა, ალბათ რაღაც მეშლება... ნაღდად მომეჩვენა... ნეტავ ახლა რას აკეთებს... ალბათ თავისიანებთან საქმეს არჩევს, ვისი უბანი ააოხროს ხვალ... სადარდებლის მეტი რა ექნება... უხ... რა ჯანდაბაა.... ისევ მასზე ვფიქრობ... როგორ მეზიზღება... მაგრამ... მეზიზღება? არა? თუ კი? ღმერთო... ძლიერ დავიღალე, და ამიტომ ვბოდავ. ახლა დავიძინებ და ხვალ არც კი მემახსოვრება...ოხ... როგორ მეზიზღება ეგ..."
YOU ARE READING
ეცადე არ შემიყვარო | 𝙩𝙧𝙮 𝙣𝙤𝙩 𝙩𝙤 𝙡𝙤𝙫𝙚 𝙢𝙚
Ngẫu nhiên"არ გინდა თამაში... ყველაფერი ნათელია" "რა არის ნათელი? შენც სხვებივით სულელი ყოფილხარ" "მაშ როგორ მივხვდებოდი, რომ შენც შეგაყვარე თავი?" | TW | #𝑙𝑜𝑣𝑒𝑠𝑡𝑜𝑟𝑦 #ℎ𝑜𝑡𝑙𝑖𝑛𝑒𝑠 #𝑔𝑒𝑜𝑟𝑔𝑖𝑎𝑛𝑑𝑟𝑎𝑚𝑎 #𝑜𝑔 #𝑚𝑎𝑓𝑖𝑎 ⋆˚。⋆୨✧୧˚ 𝒚𝒐�...