ჯიმინმა, როგორც ყოველთვის ისარგებლა იმით, რომ ბატონი დემონი უფროსი სამსახურში არ ბრძანდებოდა და ის დღე თავის სასიკეთოდ გამოიყენა. ხშირად არ ეძლეოდა ასეთი შანსი და ხელიდან ვერ გაუშვებდა. მაშინვე დაურეკა ნიკის, მაგრამ მის მაგივრად თეჰიონმა უპასუხა.
- გვიკადრე, ბატონო ჯიმინ? - ყურმილშიც ეტყობოდა, რომ ნაწყენიც იყო და გაბრაზებულიც. იმ დღის მერე არც კი შეხმიანებია არც ერთს.
- თეთე, ხომ იცი რომ არ მეცალა? - გაისაწყლა თავი წამშივე, მაგრამ სიმართლეს არ ამბობდა??
- კაი, ხო ვიცი პატარა, მაგრამ ჩვენც გვინდა რომ გხედავდეთ ნორმალურად.
- ხო და ზუსტად მაგაზე გირეკავდით ახლა. მოდით საღამოს კლუბში წავიდეთ და გავერთოთ. გპირდებით დღეს არსად გავიქცევი. - გაეცინა ომეგას.
- სიტყვაზე გიჭერთ იცოდე!!!! - ტელეფონში ჩახტა ნიკი და ბოლო ხმაზე იყვირა.
*
კლუბში მისულმა ჯიმინმა თვალების ცეცება დაიწყო, როცა ერთ-ერთ მაგიდასთან თავისიანები დაინახა. მივიდა, ყველა ნახა და გადაკოცნა, ისე თითქოს საუკუნეები არ ჰყოლოდა ნანახი. მუსიკა ბოლო ხმაზე იყო ჩართული, ამიტომ ყვიროდნენ და ისე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
პაკს უყვარდა ხოლმე მეგობრებთან ერთად აქ მოსვლა და დროის ტარება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ ადგილს სახელს უფუჭებდა თავიანთი გარყვნილური საქციელებით, როცა ხანდახან კლუბის ნებისმიერ კუთხეში შთამომავლების შექმნით იყვნენ დაკავებულები. ერთმანეთში არეული ფერომენების, ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი რო ყვაოდა ირგვლივ.
მაგრამ იყვენენ ისეთებიც, რომლლებიც მხოლოდ სასმელების დასალევად და საცეკვაოდ მოდიოდნენ აქ. სწორედ ასეთები გახლდათ ეს ოთხეულიც.
ცოტა რომ დალიეს, ისაუბრეს და უკვე სასმელი რომ მოეკიდათ, გადაწყვიტეს ეცეკვათ. პლიუს ამას ისეთი რიტმული სიმღერა იყო ჩართული, შეუძებლად ეჩვენა ჯიმინს უბრალოდ ჯდომა. ამიტომ ადგა და თეძოების რხევით შეუერთდა მოცეკვავეებს. თავიდან მშვენივრად გრძნობდა თავს, სხეულს რიტმში ამოძრავებდა და იცინოდა კიდეც, მაგრამ მოძრაობაში ალკოჰოლმაც იმოქმედა და თავისი ქნა. ფეხები აებლანდა და ზურგით ვიღაცას შეასკდა.