4

11 7 6
                                    

- ჩემი საქმრო გახდები.

ეს სამი სიტყვა თქვა მხოლოდ ჯონგუკმა, როცა ჯიმინი მასთან კაბინეტში შევიდა. ეგონა მოესმა და გაფართოებული თვალებით შეხედა უფროსს, მაგრამ უძრავად რომ დაინახა და მიმიკაც კი არ შეუცვლია, მიხვდა, რომ არ ხუმრობდა.

კარგი, როგორმე გადახარშა ეს სიტყვები, თუმცა რა იყო პირდაპირ რო ატაკა? ცოტა შემოვლით მაინც დაეწყო. მაგრამ არ ვფიქრობ მაშინ მაინც ექნებოდა ომეგას გასხვავებული რეაქცია.

- რას ბოდავთ? - ეს იყო პირველი კითხვა, რისი დასმაც მოახერხა ჯერ კიდევ ექსტაზში მყოფმა.

- ჯიმინი, მასეთი სახეც ნუ გაქვს. ამას ისე მიუდექი როგორც სხვა დავალებებეს, რასაც მე გაძლევდი. - ვითომ არაფერიო, ისე უთრა ჯონგუკმა.

- დამცინით ხო? - ნერვიულად მოისვა ხელი სახეზე. - არა, აშკარად დამცინით.

- ჯიმინი, თუ დამთანხმდები ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი. - ნელ-ნელა ომეგას მიუახლოვდა და მასთან ძალიან ახლოს დადგა.

- სულ გააფრინეთ, ხო? თქვენ არ გიყვართ მსგავსი თავხედობა, რატომ დამცინით? - ხელები ააფრიალა, რომ მათ შორის მანძილი გაეზარდა.

- შენ კიდევ მგონი დაუკრეფავში გადახვედი. - თავისი მუქი თვალები შეანათა ომეგას, რომელშიც გაღიზიანების ნიშნები ჰყვაოდა, თუმცა ჯიმინს ეს უკვე ფეხებზე ეკიდა.

- ნუთუ? ჩემი საქმრო იყავიო, თქვენ მეუბნებით. - სარკაზმულად უთხრა პაკმა. - მაინც და მაინც მე რატომ? თქვენს გარშემო იმდენი ლამაზი ომეგაა...

- შენზე კარგად არავინ მიცნობს და არამგონია, ვინმემ სხვამ შეძლოს ამ როლის შესრულება შენზე კარგად. - ხელები მოხვია წელზე და ზევიდან დახედა. - დამშვიდდი და ისე დაფიქრდი.

- არა, არა და არა! სხვა იპოვეთ ან კიდევ ისე მოიშორეთ ეგ ომეგა თავიდან. არ გაგიჭირდებათ, ყველას ასე არ ექცევით? - გათავისუფლება სცადა ჯიმინმა, მაგრამ ისევ მარწუხებში ჰყავდა მოქცეული ჯონს და საერთოდ არ ფიქრობდა გაშვებაზე.

will you be my HUSBAND?Where stories live. Discover now